kids.ge logo

ენძელები

ფავორიტებში დამატება

თუმც ჯერ ცივა, მიწას თოვლი
კვლავ თეთრ საბნად აფარია,
ეგ თამამი ენძელები
თებერვალმა გადარია.
ნაკადულიც ჩასჩურჩულებთ:
- ეგ ზამთარიც დავაბერეთ,
მოდით ჩქარა, ენძელებო,
გაზაფხულიც მოვა მერე.
თეთრი კაბა და ლეჩაქი,
მათ კოპწიად შეისწორეს,
მერე მკვირცხლად, ჟრიმულით,
შესივნენ ღობე-ყორეს.
ზამთარს გული შეწუხდა,
- გაზაფხული დამდგარაო,
თებერვალმაც მოახსენა:
- ხეში წყალი ჩამდგარაო.
მობრძანდება გაზაფხული,
თუმც, ასაკით ნორჩიო,
გზა დავუთმოთ და კარები,
დავახვედროთ მას ღიო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026