kids.ge logo

ცხოველთა ნადიმი

ფავორიტებში დამატება

ტყეში ცხოველთ ნადიმი აქვთ,
გაუშლიათ დიდი სუფრა,
ლომი თამადად დამჯდარა,
მოადგილედ ფლიდი ტურა.
მელაკუდა გრძელი კუდით,
მტვერს არიდებს მოჭრილ კუნძებს,
-აქ დაბრძანდით, კეთილ იყოს!
დასტრილებს მოსულ სტუმრებს.
ირმის რქებზე სკუპა სკუპით,
ჩიტუნები დახტიან,
განა ასე ქარს გამოჰყვნენ,
სტუმრად მოუყვანიათ.
ვეფხვი დარაჯად დამდგარა,
მგლების ხროვას გასცქერის,
არ გაბედონ გაბრაზება,
წყინარი ზღარბების.
ქურციკს, ჯიხვებს, მამლაყინწებს,
მაყი აქვთ სირბილი,
ბუჩქში კურდღელი და ციყვი,
განაბულა ღიმილით.
ტყეში ცხოველთ ნადიმი აქვთ,
ყველა თანასწორია,
წყინარნი მტაცებლებთან,
სიტყვებს აღარ წონიან.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თეთრი ფიფქი ციდათოვლის თეთრი ფანტელები ეშვებიან ციდან, ფრთხილად! ფეხი არ დაადგათ, ფანტელს ამ ერთ ციდას. გადათეთრდა ხის ტო...ახალი წლის ღამეახალი წლის ღამეს უყვარს, ჩურჩხელა და თხილი, თოვლის პაპას ველოდები, აღარ მინდა ძილი.. იქნებ ღამე მოიპაროს,...შემოდგომაშემოდგომის მოკლე დღეებს, სიცივისგან თრთოლას, წვიმისაგან სველ ბილიკებს, ფოთლის ყვითელ ქროლვას. გავაცილებთ ...შემოდგომას ბარაქაოდაყვითლებულ მსხვილ-მსხვილ მტევნებს, ეფერება ნიავი, და რთველისთვის გაემზადა, მდელო თავაზიანი. უმასპინძლებს...გაზაფხულიენძელების ნაზი ჯარი, დაეფინა მიწას, ფრთხილად! ფეხი არ დაადგა, ჯერაც წყნარად სძინავთ. სადაცაა თავს წამოჰყო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026