kids.ge logo

კარგად მომხვდა...

ფავორიტებში დამატება

დაბანეო კნუტი-
დამიბარა დედამ,
-კარგად გასაპნეო,
გაშავდაო, ხედავ?

სიმართლე რომ გითხრათ
ძლიერ დამეზარა,
რად ისვრება ნეტა
კნუტი წარამარა?

ვიფიქრე და იცით?
გადავწყვიტე მაშინ,
რომ ჩამესვა კნუტი
სარეცხ მანქანაში.

სუნამოც ჩავასხი
სურნელებისათვის,
ჰო და...კარგად მომხვდა
კატის გულისათვის

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026