kids.ge logo

თხა

ფავორიტებში დამატება
ერთი თხა ჰყავდა ბებიას, ნიშა-ნიკორა, ნაცარა
თავს ევლებოდა, უვლიდა, უყვარდა წვერებ-ცანცარა.
ატროკდა ერთხელ ბეკეკა, გაიჭრა ტყეში, გავარდა,
ნეკერი ჩააკრახუნა, კუნტრუშით შენავარდა.
მაგრამ ჩამწარდა მოლხენა, დღე დაუბნელდა მას შავად:
მგელს სუნი ეცა და თავზე წაადგა სულთამხუთავად.
გამაძღარი თვალები ცეცხლივით დაუბრილა,
კბილი მოავლო, გაჰგუდა, აბღავლა, ააღრილა.
ცხლად გადასანსლა მსუნაგმა, შეკვრიხა, შეახრამუნა!
მხოლოდ რქები და ჩლიქები ბებიას დანარჩუნა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გულის პასუხიმე შენ მიყვარდი ციურის გრძნობით, ვით პოეზია, როგორც ღვთაება და შენს თვალებში მეხატებოდა სასუფეველი და უკვ...ძირსძირს, მთავრობავ, უსამართლო! ვეღარ ვიტანთ გასაჭირსო, - ყოველი მხრივ გეძახიან: “ძირს, მთავრობავ! აწ კი ძირს...ჩემი თხაჩემო ლამაზო ბეკეკა, შენ ჩემო თხაო ბელაო! ჩემი მტერი და ორგული შენ გენაცვალოს ყველაო. წვერი გაქვს დეკანოზი...დედის სიმღერაცხრა თვეს მუცლით გატარებდი, “ვაით” გშობე, “უით” გზარდე, და რად გიკვირს, ყოველს ქალზედ უფრო დედას რომ უყვა...გაზაფხულიდღეს მერცხალი შემოფრინდა, - ჭიკჭიკითა გადმომძახა: “გაზაფხული! გაზაფხული!” გულს იმედი დამესახა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026