kids.ge logo

ლევანი და აქლემი

ფავორიტებში დამატება

მასწავლებელი გაკვეთილს
უხსნის პატარებს კლასში,
მას გასუსული შეჰყურებს
ოცდაერთივე ბავშვი.

საინტერესოდ უყვება
გარეულ ცხოველებზე:
ლომზე, მელაზე, ფოცხვერზე,
დათვზე, ტურაზე, მგელზე

და თან აჩვენებს სურათებს-
ლამაზებს, ფერად-ფერადს,
ზოგი ჭრელია და ზოგი
შავი, მორუხო ფერად.

მერე კლასს ჰკითხა:-"ბავშვებო,
რა ცხოველები იცით?
ან ზოპარკში რა ნახეთ,
ან სურათიან წიგნში?

კითხვის პასუხად ლევანი
ზე წამოიჭრა მყისვე,
-"მე ვიცი ერთი ცხოველი,
სავარძელი აქვს ზურგზე".

მასწავლებელი იცინის;
-"აი, თქვენ გამოცანა,
რა მოწონა ჩვენს ლევანს?
აბა,მითხარი ანა."

წამით დაფიქრდა გოგო და
პასუხს ღიმილიც ახლავს;
-"მასწავლებელო, ლევანმა
ალბათ აქლემი ნახა."

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გიორგი და გირშელიგიორგი და გირშელი ტყუპი ძმები არიან, ერთმანეთის გარეშე ყოფნა უჭირთ ძალიან. გიო უფრო ცელქია, უფრო დინჯი - ...რეზიკო და სანდრიკორეზიკო და სანდრიკო ტყუპი ძმები არიან, სათამაშოდ ეზოში ერთად მიუხარიათ. ერთნაირად იცვამენ, ერთნაირად დადია...პატარა ვაჟკაცის ფიქრები მიყვარს საქართველო ძლიერ, მინდორ–ველებით, მთით, ჯერ პატრა ვარ, მამულს რით გამოვადგე, რით? ჯერ არ შემიძლია...ახალი წელი ტყეშიტყეში არის ფაციფუცი ახალი წლის მოლოდინში, ციყვმა გირჩი მოიტანა, გაუჩრია რკო, ღორს დინგში. ვირთხა კაკალს მ...ნატვრამეც რომ ვიყო ჟირაფი, დედი, როგორ მინდა, ხილს ადვილად მოვწყვიტავ უკიბოდ იქ, ხიდან. ჩურჩხელებსაც მივწვდები,...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026