kids.ge logo

რეზიკო და სანდრიკო

ფავორიტებში დამატება

რეზიკო და სანდრიკო
ტყუპი ძმები არიან,
სათამაშოდ ეზოში
ერთად მიხარიათ.

ერთნარად იცვამენ,
ერთნარად დადიან’
ვერაფრით ვერ გაარჩევ,
თუ ვინ უფრო მარდია.

ძალზე მოუსვენრები,
ძალზე, ძალზე ცქვიტები,
ჰგვანან კურდღლის ბაჭიებს
გაწრიპული ბიჭები.

გაკვეთილზეც ცქმუტავენ,
წუთით ვერ ჩერდებიან,
მაგრამ გამოკითხვისას
სხაპასხუპით ყვებიან.

ერთად მტკიცედ არიან,
ვერაფერი აშინებთ,
ყველა კითხვას ერთ-ერთი
პასუხებს მაშინვე.

ჯერ ნორჩები არიან,
თამაშობით გართული,
უკვე უყვართ სამშობლო,
ჩვენი ენა ქართული.

ნამდვილ მამულიშვილთა
შემართება ექნებათ,
ლომის ორი ბოკვერი
საქართველოს ეზრდება.

ხვალინდელ დღის იმედად
და მომავლის საყრდენად,
წარმატება ვუსურვოთ
და სურვილთა ახდენა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თხოვნაციყვუნია, ჩამო ხიდან, გამომართვი თხილი, აი, ვაშლიც მოგიტანე, გაისველე პირი. მზესუმზირასაც მოგართმევ, თუგი...თუმც, არ გაჩნდა ძამიკო იცით? გუშინ დაიკო შეეძინა ნიკას, ძამიკო კი ერჩივნა, სიმართლე რომ გითხრათ. "მაგას რა ვეთამაშო ფეხბურთი თუ ...ჭკუა ისწავლაახველებს და სიცხე მისცა, ჩვენს მეზობელ გოგოს, - უჰ, სკოლაში აღარ წავა, გაუმართლა როგორ!- ამბობს ნიკო და უ...ბეღურები გვასწავლიან მზემ მოქარგა არემარე, თუმც ჰაერი ცივია, "ზამთარია, ვიყინებით", ბეღურები ჩივიან. მზე ჩიტუნებს მოეფერა, გაუ...ზარმაცირა ჭკვიანი ფრინველია, დედიკონა თუთიყუში, უშეცდომოდ იმეორებს რასაც ჩუმად ეტყვი ყურში. გაკვეთილებს შევასწავ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026