kids.ge logo

ჩიტი-ჩიორა

ფავორიტებში დამატება

ამწვანდა მთები,
ამწვანდა ჭალა,
გამოჩინა
ბუნებამ ძალა.
ჩიტი-ჩიორა
გალობს და გალობს:
არც დაძინა,
არც დაღალა.
მწვანობს ჯეჯილიმ
ჰყვავის ხეხილი.
თეთრად ცხვარი სჩანს
გადაფრენილი.
დიან წყარონი
უხვად ყველგანა.
სამოთხესა ჰგავს
მთელი ქვეყანა.
მოსარწყავიც აქვს -
წვიმა ჟუჟუნა.
ტყეში ქედანმა
დაღუღუნა.
ხნულებში ცელქობს
თაგვი წრუწუნა.
ჰფეთქენ ინი,
დღეა მზინი,
ღმერთო, არ მისცე
ყვავილთ ზინი!
რა კაი დროა,
რა კაი ხანა! -
არ მინახი
სხვა ამისთანა.
ჩიტი-ჩიორა
გალობს და გალობს,
რა დიდად ლაღობს,
რა ფრიად ხარობს!
თავის მღერაში
ცვილივით დნება,
გალობს დღედაღამ
და არა სცხრება.

II
გაყვითლდა მთები,
გაფუჭდა გზები.
ვუცქერ ბუნებას:
ჯავრითა ვკვდები.
ღარსად ვარდი,
ღარსად ია,
დაბლა ყვითელი
ფოთოლი ჰყრია;
ტყე ისეთია,
როგორაც გლახა:
შეცოდება,
კაცმა თუ ნახა.
მკვდარ ამირანს ჰგავს
მინდორ-ველები:
დაუკრეფიათ
გულზე ხელები.
რა ვნახე გუშინ,
რას ვხედავ დღესა!
ვის ოინია,
ნეტავი, ესა?
ყველასგან მესმის
მე მხოლოდ კვნესა...
ჩიტი-ჩიორა
მარტო არ ჰკვნესის,
აჰშლია ჟინი
მღერის და ლექსის.
დაჰკივის მთასა,
დაჰკივის ბარსა,
გალობს და გალობს,
დაღლას არა ჰგრძნობს.
დამჭკნარ-დამზრდელი
დედა-ბუნება
გალობის ჰანგებს
ჩაბანება.

III
რესი დრო
და ჟამი დგება,
მტერი ბუნების
სისხლითა ძღება.
ყინვა-ზრბისგან
ხე და ქვა სდგება.
გადალესილა
თოვლით მთა-ბარი.
თავზე გვექცევა
ყველას სახლ-კარი.
ყველაფერი
გამშრალ-გამხმარი.
რავის სწადის
გამოსვლა კარში;
ვარსკვლავებიც კი
მალვის ცაში.
ვისაც სორო აქვს,
სოროში ძვრება,
და ვისაც არა,
სიცივით კვდება.
ეს დალოცვილი
ღმერთი რას შვრება?!
ჩიტი-ჩიორა
მხოლოდ არ სცხრება.
გალობს და გალობს
დაცხრომელი,
კრიმანჭულებით
გაუძღომელი.
ერთი უყურეთ
ცერის ტოლასა!
რა შეედრება
მის ყოლასა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რუსთაველის ნეშტიმგოსანო საქართველოსავ, წამოიხედე ზეზედა, იხილე შენი სამშობლო, მიმოიარე მზეზედა. შენი ერისა ჭაბუკნი გიამბო...რამ გაგაჩინა, ქალაორამ გაგაჩინა, ქალაო, ლერწმად აჭრილო წელშია? ნეტავი, ხელით შემახო, შენ რომ ვარდი გქონ მკერდშია! რომ დავიხო...გიორგი სააკაძის სურათზედცალკე შენა ხარ და შენს პირდაპირ მეორე სახე მე მეხატება შენი ქვეყნისა - საქართველოსი… რამდენი ფიქრი მწვავს...ნუგეში მგოსნისავნუგეშობ, სწორედ სანუგეშოცა: გულზე მედება ცეცხლის გენია, ქვეყნის სარგოდა ფიქრით გამსჭვალულს ავი მე არა ჩა...ისევ შენ, ისევ, ქალაოისევ შენ, ისევ, ქალაო, მომხედე, გამიცინია. შენ მაინც ნუ მიღალატებ, მოვკვდები - დამიტირია. მაღლისა მთისა წ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026