kids.ge logo

ციყვუნიას ზამთარი

ფავორიტებში დამატება

„თოვს, თოვს, ხოშკაკლავს“,
ზამთარი ტყეს თვალს დაჰკრავს,
თოვლს ჩამოჰყრის, ჩამოპენტავს,
რა იქნება ახლა ნეტავ?
ტყეს ზამთრისა ეშინია?
ბა, რატომ გაყურსულა?
არც ნადირი ხმინებს...
ჩიტუნაც არ წკრილებს...
ნაკადულიც გაიტრუნა,
ტყე რომ თოვლით დაბურა.
-შშშშშ!-
ფიფქები შრილებენ,
ტყეში მარტო ესღა ისმის,
თოვლი მოდის ხვავრილად,
ციდან ძირს მოწევს ნისლი...
სიჩუმე რამ დაარღვია?
-კნაწ!-
გაისმა უცებ ტყეში!
ეს ციყვია, ფუღურო რომ
გამართავს ბებერ ხეში.
თბილად მოკალათებული
აკნაწუნებს თხილს და კაკალს,
დათოვლილ ტყეს უმზერს ციყვი,
თოვს და ბარდნის,
ხან ხოშკაკლავს!
ტყეში ყველა ამ ხმებს უსმენს,
ზამთარსაც კი ეღიმება,
ჯადოსნური სურათია! -
მთა-ბარს თოვლი ეფინება!
-შშშშშშშშ!-ფიფქები შრილებენ,
საღამოა მყუდრო, თბილი.
-კნაწ-კნუწ!-ციყვმა აკნატუნა
კაკალი და ბლომად თხილი.
შარიშური, კნაწაკნუწი...
გახალისდა ირგვლივ ყველა,
ახლა ირგვლივ სიმშვიდეა!
კურდღელს აღარ ერჩის მელა...
-ტყეში თეთრი ზამთარია!
დელი-დელა! დელი-დელა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩვენი დედამიწალამაზ-ლამაზს, ფერად-ფერადს მზე სხივებით მომეფერა, გამათბო და გამინათა, სავალი გზაც გამიმართა, მთვარით გვე...ეს გოგონა ვისია?ეს გოგონა ვისია? ეს პატარა ვისია? ვისი არის ცქრიალა, ცუგრუმელა ცისია? ვის ეკუთვნის ღიმილი კოხტა გოგოს რომ...აჭიკჭიკდა ჩიტუნიააჭიკჭიკდა ჩიტუნია, გვიგალობა ადრიანად. მზე ღრუბლიდან იჭყიტება,- ვიყავიო დარდიანად. ქარო, ღრუბლები გაფანტე...ნუცას უთოდედიკომ ნუცას უყიდა სათამაშო უთო. ნუცა ფუსფუსა გოგოა, საქმეს არვის უთმობს. დაფაცურდა, დატრიალდა, მოინდომა...თოვს!თოვს! თოვს! თოვს! მთელი დღე ლამაზად თოვს! გული გუნდაობას დილიდან მთხოვს! მთხოვს! მთხოვს! ქსოვს! ქსოვს! ქს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026