kids.ge logo

თოვლის მელა

ფავორიტებში დამატება

ზამთარია, თოვს და თოვს,
ცა ფუმფულა საბანს ქსოვს,
გადაფარა ირგვლივ
მიწა, ხე თუ ჩირგვი.
ნაცარა და ყურგრძელი,
სად ბრძანდება კურდღელი?
„კურდღელმა თქვა: ჩირგვში ვზივარ,
ვერვინ მოვა ჩემზედაო“,
გავიხედ-გამოვიხედე,
მელა მოდის სერზედაო,
ფეხაკრეფით მობიჯებს
დაგეშილი ჩემზედაო,
თქვენც ხომ იცით, მუხა რომ დგას
ჩემი ჩირგვის გვერდზედაო?
ზედ ფუღურო დაგინახავთ,
სწორედ მუხის ღერზედაო?
ციყვს შევძახე, ჩემს მეგობარს:
-დატრიალდი ცერზედაო,
ხედავ? მელა მოსუნსულებს,
გამწყრალია ბევრზედაო...
ახლა ალბათ ჯავრი უნდა
რომ იყაროს ჩვენზედაო...
ციყვი-ჩემი მეგობარი
წამოვარდა ზეზედაო:
-შენ ნუ დარდობ, გადავხტები
იმ დათოვლილ ვერხვზედაო,
მელამ არაფერი იცის
ამ ახალ ოინზედაო...
ციყვმა თოვლი ჩამობერტყა
ხიდან მოჰქუხს ველზედაო,
ჩანჩქერივით ჩამოეშვა,
მოგრილებს ზედ-ზედაო,
მელა თოვლში გაეხვია,
ვეღარ გახტა გვერდზედაო,
ვერც წინ მიდის, ვეღარც უკან,
დარჩა ასე ფეხზედაო,
სანამ ეგ თოვლს შებერტყავს,
მე გავირბენ სერზედაო,
-თოვლი ნამქერად ჩამოდის
მელიას სახელზედაო!
ზემოთ ჩემი მეგობარი
მოხტის ხიდან ხეზედაო,
თოვლის მელას უდარდელად
ჩავურბინეთ ეს ესაო,
უკვირს მსუნაგს: ეს რა მიქნეს?
სა რა გამიბედესაო?
მე და ციყვი ვიფხრიწებით
მის ასეთ ნათქვამზედაო,
მალე მთელი ტყე იცინებს
მელიას ამბავზედაო:
-ესეც ჩვენი თოვლის მელა!
არ მოსულა ფერზედაო?!
ჩვენი ძმობილი კურდღელი
არ დაგადგეს ყელზედაო!
ნუ იქნები, მელაკუდავ,
წუწკი შემდეგ ჯერზედაო,
ჩვენ ვერაფერს დაგვიშავებ,
ჯავრს კი ვიყრით შენზედაო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ლილეო... და ახალი წელი!მივულოცავ ახალ წელს, ამას ვეტყვი ჩურჩულით: -დაელოცოს ჩვენს სამშობლოს, ყველა კუთხე-კუნჭული! დაელოცოს ალაზა...თანაკლასელებთანორშაბათი დამდგარაო!- ოქროს მზემ ცა მოგვიხატა, სკოლისაკენ სიხარულით მიიჩქარის დიდ-პატარა. სამშაბათსაც მზე ...ვარსკვლავებსაც უხარიათვარსკვლავებსაც უხარიათ ახალი წლის მობრძანება, ღრუბლები არ გაიკარეს, ანათებენ ნება-ნება... ციმციმებენ, გვე...ფეხბურთელიბურთს დაარტყა ფეხი ფეხბურთელმა ლაშამ, გაიტანა გოლი, ვაშა, ბიჭო, ვაშა! უხარია ყველას- სოსოს, დათოს, გელას,...სკოლისაკენ!-რა ლამაზი დღე გათენდა!- აჟღურტულდნენ ჩიტუნები. -ასე სად მიიჩქარიან გოგონები? ბიჭუნები? -გუშინ რომ დანავა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026