kids.ge logo

თანაკლასელებთან

ფავორიტებში დამატება

ორშაბათი დამდგარაო!-
ოქროს მზემ ცა მოგვიხატა,
სკოლისაკენ სიხარულით
მიიჩქარის დიდ-პატარა.

სამშაბათსაც მზე გვიღიმს,
შეიკრიბა ჩვენი კლასი,
მასწავლებელი ამბობს, რომ
ვიცით მეგობრობის ფასი.

თხშაბათი დღე დამდგარა,
წვიმის ღვარი მოჰქუხს ციდან,
ჩვენ კი მაინც ერთად ყოფნა,
მაინც ერთად სწავლა გვინდა!

ხუთშაბათს გამოდარა,
მივაშურეთ სკოლის ეზოს,
სე კარგად ვითამაშეთ,
უთქვამთ: ეზო აიკლესო.

პარასკევიც მზინია,
-მოწყენილი რად ხარ, ნიკო?
მასწავლებელს ვუპასუხე:
-მინდა ხვალაც ერთად ვიყოთ!

შაბათს ნატვრა აგვისრულა,
მოგვაწყინა სახლში განა,
მასწავლებელმა შეგვკრიბა,
ზოპარკში წაგვიყვანა.

კვირას კლასელებს ვურეკავ,
მეჩქარება ნახვა მათი...
ნეტავ, ეს დღე როდის გავა!
როდის მოვა ორშაბათი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დავდგათ თოვლის ბებიაცგვეფინება ციდან ფანტელების ფარდა, დავდგათ თოვლის პაპა, ვიმუშაოთ სწრაფად! დავახუროთ ქუდი პაპას,-ფართომხრებ...ჩემი სკოლა, ჩემი კლასიაი, ჩემი სკოლა! აი, ჩემი კლასი! თითქოს აციმციმდა მზის სხივთა ალმასი. თითქოს ოჯახია, და-ძმები ვართ თითქოს,...მზე და მზესუმზირამზესუმზურა მზეს შეჰყურებს, მზეც უღიმის მზესუმზირას, გაიფურჩქნა მზისგულზე და მზესუმზირამ მზეს უმზირა. ოქრო...ვარსკვლავებსაც უხარიათვარსკვლავებსაც უხარიათ ახალი წლის მობრძანება, ღრუბლები არ გაიკარეს, ანათებენ ნება-ნება... ციმციმებენ, გვე...ოცდახუთსა დეკემბერსა„ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო!“ ბარაქა და ოქროს ხვავი თქვენს მარნებს და ბეღლებს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026