kids.ge logo

ლილეო... და ახალი წელი!

ფავორიტებში დამატება

მივულოცავ ახალ წელს,
მას ვეტყვი ჩურჩულით:
-დალოცოს ჩვენს სამშობლოს,
ყველა კუთხე-კუნჭული!
დალოცოს ალაზანი,
მტკვარი,
რაგვი და ქსანი...
დალოცოს ცხენისწყალი,
ენგური და რინი...
და ირგვლივ შემოჯარული
თეთრი კავკასინი!
უბე-კალთა დალოცოს
ლამის ცამდე აწვდილ შხარას,
თეთრ ღრუბლებსაც დავულოცავ-
ცაში მოკუნტრუშე ფარას.
მივულოცავ შავ ზღვას, ჭოროხს,
პალიასტომს, ფარავანს...
სამხრეთისკენ გავუყვები
ჩვენი მთების ქარავანს...
გადავძახებ ჩემი ქვეყნის-
მიერს თუ ამიერს,
მეგრულ ნანას, სვანურ ლილეს,
კახურ მრავალჟამიერს!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პატარა ქირურგი-ჩუ, სიჩუმე! ყველას თეთრი ხალათი თუ გაცვიათ? ლაშა ექიმი აკეთებს მძიმე ოპერაციას... -ვის უკეთებს? -ჩვენი თ...თანაკლასელებთანორშაბათი დამდგარაო!- ოქროს მზემ ცა მოგვიხატა, სკოლისაკენ სიხარულით მიიჩქარის დიდ-პატარა. სამშაბათსაც მზე ...დაფრინავენ ჩიტუნებიროცა ვუყურებ ველ-მინდვრებს და აყვავებულ ტყისპირებს, მდელოს-ლამაზად მოხატულს, ხავერდივით რომ ბიბინებს, გულ...წვიმაწკაპი-წკუპი-წკაპუნა, მე წვიმა ვარ შხაპუნა, ჩქარა, გარეთ გამოდით, ნინიკო და პაპუნა! გესმით? ფანჯრის მინაზე...ჟირაფირა ლამაზი ცხოველია!- გაიძახის ჩვენი ანა, -კისერი რამ დაუგრძელა? რამ გაზარდა ამისთანა? როგორია გრძელკისერა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026