kids.ge logo

ტახი ზამთარს უბრაზდება

ფავორიტებში დამატება

მოვიდა ზამთარი თოვლინი,
მოვიდა ზამთარი ჯანღინი!
ფიფქების ცვენა არ ახალისებს...
ტახი რად ბრძანდება ჯავრინი?
მიწაზე ფუმფულა ხალიჩები
დაგო ზამთარმა ადრინად,
ტყე ფაფუკ საბანში გაახვია...
ტახი რად ბრძანდება დარდინად?
ზამთარი ყველაფერს ალამაზებს,
მას ყველა შეჰყურებს აღტაცებით,
ტახი კი ბრაზინად დაღრუტუნებს,
თოვლში რას დაძებს გატაცებით?
მუხის ქვეშ თოვლი სულ გადაქექა,
დაძებს რკოსა და მწვანე ბალახს,
ციყვი ფუღუროდან იბღვირება:
-ხომ ხედავთ?
დაამსგავსა თოვლი ტალახს...
ლამაზ კარმიდამოს მიუშნოებს,
მიწა გადაჩიჩქნა ერთინად,
თუ დროზე რამე არ მოვიფიქრე
ჩემს მუხას წამოაქცევს ფესვინად,
რასაც წაწყდება, ყველაფერს ჭამს,
განა გაჩერდება ერთი წამით,
მთელი დღე რაღაცას ახრამუნებ,
ძმობილო, დაგვასვენებ თუნდაც ღამით?
-რა ვქნა? ზამთარია, ციყვუნია,
ადვილი არ არის საჭმლის პოვნა,
დღედან უფრო უნდა გავისარჯო,
თოვლის ქვეშ მომიწევს საჭმლის შოვნა...
ჰოდა, ტახს ხელი რომ გამართონ,
თაგუნამ მიართვა მარცვლელი,
კურდღელმა სტაფილო მოკითხა,
ციყვუნამ კაკალი დარჩელი...
ზამთარმა კვლავ ნისლი გამოიხმო,
ტყეს ჩამოფარა თეთრი ფარდა,
ტახმა კი ნუგბარს რომ მოულხინა
ადგა და სხვა მუხასთან გადაბარგდა.
სევ თოვს! ისევ თოვს! ისევ ბარდნის!
ტყე უფრო ხვავრილად დაბარდნა...
მაგრამ ვის შეშინებს ზამთრის სუსხი,
მარტო დარჩენილი ტურას გარდა?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პატარა ქირურგი-ჩუ, სიჩუმე! ყველას თეთრი ხალათი თუ გაცვიათ? ლაშა ექიმი აკეთებს მძიმე ოპერაციას... -ვის უკეთებს? -ჩვენი თ...ოქტომბერიდახეთ, თურმე ოქტომბერი სტუმრად იწვევს ავდარსაო... -ხილი დაკრეფილიაო, რთველი მოლეულიაო, შემოდგომის ბარაქა ...ბაბუს ჯოხიფეხი ძლიერ სტკივაო,- დარდობს გოგო ღაბუა, -ჯოხს ეყრდნობა, ძლივს დადის ჩემი კარგი ბაბუა! მოხუცისკენ გაიქცა ...დაფრინავენ ჩიტუნებიროცა ვუყურებ ველ-მინდვრებს და აყვავებულ ტყისპირებს, მდელოს-ლამაზად მოხატულს, ხავერდივით რომ ბიბინებს, გულ...მოდი და ინატრე!ახალი წლის დადგა ღამე, მოდი, შენც ინატრე რამე... მე ვინატრებ, დიდ-პატარა მშვიდობისთვის ზრუნავდეს. -ბედნიე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026