kids.ge logo

შემოდგომის ბარაქა

ფავორიტებში დამატება
მრავლად დახლეჩილ ბროწეულთა ნაყოფებიდან,
ძოწის მძივები ცნობისმოყვარედ იმზირებიან,
ჩქარა გვიშველეთ, ჩამოგვკრიფეთ ჩაგვატკბარუნეთ,
ხიდან ლეღვები მომხიბვლელად იღიმებიან.
კომშის სურნელი გიღიტინებს ცხვირის ნესტოში,
ჭერამი, თხილი-ყველა ხილი გიხმობს თავისთან,
წითელ-ყვითელი ატმები და დაშაქრულ ვაშლი,
მსხალი თუ ხურმა-იმათ ხილვას ვეღარ ატან.
შავად ძიმძიმებს იზაბელას მწიფე მტევნები,
რქაწითელებს კი ლამის არის ავარდეთ ალი,
მწიფწე თავები ჩაქინდრავთ აქ მზესუმზირებს,
ყვითელ ფურცლებს შუა დამჩნევიათ წვრილ-წვრილი ხალი.
დუღსა და ღვივის ქარვისფერი ეს შემოდგომა,
ფუტკრის ბზული ისმის ყველგან-მზე არის მწველი,
მე შარიშურით დავაბიჯებ ჭრელ ხალიჩაზე,
და აღარ ვიცი რომელ ნაყოფს მოვკიდო ხელი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნინი და საზამთროუჰ, რა გემრიელია დალოცვილი საზამთრო! მისმა სიტკბომ, სურნელმა ნინი სულ მთლად დაათრო. დაიჭირა ორ ხელში, თავ...პაწაწინა მეგობარიჩემი მეგობარი, პაწაწინა ქალი, ძლიერ, ძლიერ მიყვარს, ლურჯთვალება მარი. ჩემთან მოდის ხშირად, ოცნება აქვს ერ...ვინ რა ჰქნა?წვიმის წვეთმა რა ჰქნა იცით? გადარია ნაკადული, დიდ მდინარედ გადაიქცა, მის წვრილ ღარში ჩაკარგული. თოვლის ფი...ქართული სტუმართ-მასპინძლობაბავშვებო გსურთ მოსმენა, ჩემი ნაამბობისა, ჭიანჭველას და რწყილის უანგარო ძმობისა? გახსოვთ ჭიანჭველა, რომ ორ...დალი და მანანაძილის წინ ციცქნა მანანამ, ჰკითხა უფროს დას დალის, სულმოუთქმელად ტიტინებს, ის ფუშფუშელა ქალი. ნელ ნელა რომ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026