kids.ge logo

ციდან ღრუბელი გამოიპარა

ფავორიტებში დამატება

ეს ღრუბელი-ხეტილა
ციდან დედას გაპარა,
განა შედგა ცისკიდურზე,
განა მთის წვერს გაკარა,
განა ქუდად დახურა,
განა ყელზე მოეხვია,
ძირს ჩამოდის, მოფრილებს,
აქ ვის უნდა მოეწვია?
მოჰქრის, მოჰქრის, მოიჩქარის,
მოფრილებს,
მოფრთხილებს,
ნიავმაც კი ფრთა მოკეცა,
ტყისპირებთან მობზრილემ:
ჩიტუნებმაც მოჰკრეს თვალი,
დევნენ ხეტილას:
-სხვა ღრუბლებიც აქ არიან?
-მხოლოდ მე ვარ,
მეტი არა!
ძირს ჩამოწვა, გაფანტა,
ნისლად გაშალა ტყეში,
ხევხუვები ამოავსო,
შეჭყიტა ყველა ღრეში...
დასეირნობს ხავერდით და
აბრეშუმის მოსასხამით,
დადის ნისლი ძრომილა,
დაისვენებს განა წამით.
ჩვენი ტყე კი უცებ იღებს
გასაცარ, ზღაპრულ იერს,
თურმე სწორედ ეგ უნდოდა.
ხეტილა ღრუბელს ძლიერ.
დილით ციდან გაიპარა,
მერე ესეც არ იკმარა,
ძირს ჩამოწვა, დაშალა,
ტყეში ნისლად გაშალა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თოვს!თოვს! თოვს! თოვს! მთელი დღე ლამაზად თოვს! გული გუნდაობას დილიდან მთხოვს! მთხოვს! მთხოვს! ქსოვს! ქსოვს! ქს...პატარა ბიჭები და კარატეჩვენი სახლის ბიჭუნებს ძლიერ უყვართ კარატე, ისე გადარეულან, სხვას არ სცნობენ არაფერს. აღტაცებით ჰყვებიან ა...ოცდახუთსა დეკემბერსა„ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო!“ ბარაქა და ოქროს ხვავი თქვენს მარნებს და ბეღლებს...წელიწადის ოთხი დროეს ხომ წელიწადია!- ესეც მისი ამქარი,- გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი. გაზაფხულის მშვენება ვის არა...ვაშლებიერთი ვაშლი, ორი ვაშლი, ესეც სამი ვაშლი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი... ყველა კარგი, ყველა დიდი, ყველა ერთმან...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026