kids.ge logo

თვალუწვდენელი, დაუსაბამო

ფავორიტებში დამატება
თვალუწვდენელი, შორი, ვრცელი, დასაბამო,
ჩუმი, მყუდრო დასევდინი იყო საღამო.
თოვლზე დაცემულ სისხლის მსგავსად მზის მღვრიე რგოლი,
ღრა შორის ინთქებოდა სხივანათრთოლი.
ლურჯი ბურუსით იხვედა ხშირი ტყე-ველი,
კვლავ მყუდროება იყო ირგვლივ დაურღვეველი.
ამ დროს მომესმა სევდინი სიმღერა გზაზე,
გზაზე მხედარი ოცნებობდა სხვა ქვეყანაზე,
გადარა ჩემთა თვალწინ და მიმალა,
სამარადისოდ გაურღვევი აღმიძრა ძალა.
მე მივდიდი მარტოდმარტო სევდიან გზაზე,
მე ისევ ისე ვოცნებობდი იმ ქვეყანაზე.
ლურჯი ბურუსით ინთქებოდა ხშირი ტყე-ველი
და მყუდროება იყო ირგვლივ დაურღვეველი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩემი გულია დღეს ეს შავი ზღვაჩემი გულია დღეს ეს შავი ზღვა, თავმიდებული აჭარის კალთებს. რაც დატეხილა ჩემს თავზე რისხვა, თქვენს მშვიდობი...ქუჩაქუჩა პოეტად დარჩა ოცდაათიან წლებისა, გაცვეთილი აქვს ლანჩა, დარჩა კანი და ძვლები ცისარტყელების რიგი ზამთრი...ქალავ!გულო, ოცნებას მალავ! ცაო, ლურჯდება ზოლი! ვაჟი: - დაიცა, ქალავ! ქალი: - დაგიბრმა თოლი! შორით ბრუნდება წყალ...მოგონება ჩვენი ჭალისასაღამო ხანად ჩალანდრის ცხენი მე მაგონებდა გორებს შორებელს, ფშანში ლანდივით დასცქეროდნენ ხენი ბინდის მეგობ...დღეს მაისი ფერში ნაირ-ნაირშიადღეს მაისი ფერში ნაირ-ნაირშია, თუ დრო არის, დროს ისევ შენ შეჰფერი. და ვით ქრისტემ გალილეა აირჩია, მე თბილ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026