kids.ge logo

ასეთია ზამთრის ღამე

ფავორიტებში დამატება

- დღე უეცრად გაპარა...
მითხარ, ერთი, რა მოხდა?
-ღამე მეტად გაზარდა,
დღე კი მეტად დამოკლდა.
-ადრინად ჩამობნელდა,
მითხარ, ერთი, რა მოხდა?
-ვარსკვლავები გამოლაგდნენ,
გერ მთვარეც გამოჩნდა.
-ზამთრის ბნელსა და გრძელ ღამეს,
თავი მოაქვს ამაყად,
-მაგრამ ზოგჯერ ნათელია,
სე, როგორც ამაღამ.
მთვარის შუქზე თოვლი ბზინავს,
ნახე, რა ლამაზია!
-ღამემ ყინვას რად მოუხმო,
სუსხიანს და ბრაზიანს?
გათოშილმა ვარსკვლავებმა
ცა რატომ ვერ შეგვიმკეს?
გულგახსნილმა ღრუბლებმა კი
პირი კვლავ რად შეიკრეს?
-მთვარემ ისევ ჩარგო თავი
ზეცის მყუდრო უბეში,
სიცივისგან გათოშილი
გაეხვია ღრუბლებში.
კუნაპეტი სიბნელეა,
ბუმ დაჰკივლა ზედიზედ,
ჭოტმაც მყისვე ბანი მისცა,
ყინვას კიცხავს მეტისმეტს.
-ღამე რატომ მიზოზინებს,
მითხარ ერთი, რა ხდება?
-ღამე რაგინდ გრძელი იყოს,
დღე უთუოდ დადგება.
-ციდან ნისლი რად დაეშვა?
ტყეში მიდინება,
-გამოდის, რომ ზამთრის დილა
ნისლიანი იქნება.
ეჰ, რას ვიზამთ, ზამთარია!
თუმცა ესეც გაივლის,
როცა მოვა გაზაფხული,
ტყეში აივლ-ჩაივლის.
-როცა გაზაფხული მოვა,
მაშინ რაღა მოხდება?
-დღე სათებს შემოიკრებს,
ღამე დაგვიმოკლდება....
ზამთრის სიცივე და თოში
არც კი გაგვახსენდება,
ახლა დილას მივეგებოთ...
ხედავ?
-უკვე თენდება!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შემოდგომამ გაგვახარაშემოდგომამ გაგვახარა ზამთრის უხვი მარაგითა, ყურძენი გოდრით დაგვიდგა, ხილი კიდევ კალათითა. წელსაც თავი მოი...ოცდახუთსა დეკემბერსა„ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო!“ ბარაქა და ოქროს ხვავი თქვენს მარნებს და ბეღლებს...დაბურდღუნებს ტყეში დათვი!ჩიტი გალობს: ინდი-მინდი! აყვავდაო ტყეში შინდი! დათუნიამ, აბლი-ბაბლი, მიირთვაო ტკბილი თაფლი! სულ რამდენი, ...ჩვენთან ერთად არის სანტა კლაუსიცგული მღერის: ოდელია-დელია! გიხაროდეთ, დღეს ახალი წელია! პატარებო! ფეხი მარდად გაუსვით, ჩვენთან ერთად ცეკვ...ცეკვაცეკვავს, ცეკვავს პაწია, ხელი დაუკვანწია! მოგუგუნე ტაში მზესაც მისწვდა ცაში. მედოლეა ბებია... რა პატივი რგ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026