kids.ge logo

ასეთია ზამთრის ღამე

ფავორიტებში დამატება

- დღე უეცრად გაპარა...
მითხარ, ერთი, რა მოხდა?
-ღამე მეტად გაზარდა,
დღე კი მეტად დამოკლდა.
-ადრინად ჩამობნელდა,
მითხარ, ერთი, რა მოხდა?
-ვარსკვლავები გამოლაგდნენ,
გერ მთვარეც გამოჩნდა.
-ზამთრის ბნელსა და გრძელ ღამეს,
თავი მოაქვს ამაყად,
-მაგრამ ზოგჯერ ნათელია,
სე, როგორც ამაღამ.
მთვარის შუქზე თოვლი ბზინავს,
ნახე, რა ლამაზია!
-ღამემ ყინვას რად მოუხმო,
სუსხიანს და ბრაზიანს?
გათოშილმა ვარსკვლავებმა
ცა რატომ ვერ შეგვიმკეს?
გულგახსნილმა ღრუბლებმა კი
პირი კვლავ რად შეიკრეს?
-მთვარემ ისევ ჩარგო თავი
ზეცის მყუდრო უბეში,
სიცივისგან გათოშილი
გაეხვია ღრუბლებში.
კუნაპეტი სიბნელეა,
ბუმ დაჰკივლა ზედიზედ,
ჭოტმაც მყისვე ბანი მისცა,
ყინვას კიცხავს მეტისმეტს.
-ღამე რატომ მიზოზინებს,
მითხარ ერთი, რა ხდება?
-ღამე რაგინდ გრძელი იყოს,
დღე უთუოდ დადგება.
-ციდან ნისლი რად დაეშვა?
ტყეში მიდინება,
-გამოდის, რომ ზამთრის დილა
ნისლიანი იქნება.
ეჰ, რას ვიზამთ, ზამთარია!
თუმცა ესეც გაივლის,
როცა მოვა გაზაფხული,
ტყეში აივლ-ჩაივლის.
-როცა გაზაფხული მოვა,
მაშინ რაღა მოხდება?
-დღე სათებს შემოიკრებს,
ღამე დაგვიმოკლდება....
ზამთრის სიცივე და თოში
არც კი გაგვახსენდება,
ახლა დილას მივეგებოთ...
ხედავ?
-უკვე თენდება!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ციყვუნიას ზამთარი„თოვს, თოვს, ხოშკაკლავს“, ზამთარი ტყეს თვალს დაჰკრავს, თოვლს ჩამოჰყრის, ჩამოპენტავს, რა იქნება ახლა ნეტავ...ბებოც სანტაა?!ანიტას კოხტა თოჯინა, ნიკას მანქანა პულტით, ქრისტინეს ჭრელი, ფუმფულა, ბაფთაშებმული კნუტი. ნიკაც თამაშობს, ...შემოდგომამ გაგვახარაშემოდგომამ გაგვახარა ზამთრის უხვი მარაგითა, ყურძენი გოდრით დაგვიდგა, ხილი კიდევ კალათითა. წელსაც თავი მოი...მობრძანდება დეკემბერიუკვე კარი გაიხურა, მიილია ნოემბერი, ზამთრის მაცნე ვერცხლისფერი მობრძანდება დეკემბერი! ყინულის ეტლში შეუბა...დათვებიროგორ? სწრაფად ვეღარ დათვლი? ტყეში ცხოვრობს სამი დათვი,- გულკეთილი დედა დათვი, გულმაგარი მამა დათვი და და...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026