kids.ge logo

დათვები

ფავორიტებში დამატება

როგორ? სწრაფად ვეღარ დათვლი?
ტყეში ცხოვრობს სამი დათვი,-
გულკეთილი დედა დათვი,
გულმაგარი მამა დათვი
და დანდალა დათუნია,
გულუბრყვილო შვილი დათვი.
ჩამობარდნა თეთრად ტყეში,
ბუნაგს მიშურეს ხვნეშით,
მიბურდღუნებს დედა დათვი,
მიდუდღუნებს მამა დათვი,
მიდანდალებს დათუნია,
დრუნჩა ბელი-შვილი დათვი.
ბუნაგშია დათვი სამი,
სძინავთ დღისით, სძინავთ ღამით.
თათს ილოკავს დედა დათვი,
გვერდს არ იცვლის მამა დათვი,
მშობლიურ ტყეს, მზიან დღეებს
სიზმრად ხედავს შვილი დათვი.

როგორ სწრაფად ვეღარ დათვლი?
ტყეში ცხოვრობს სამი დათვი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ძუის მახეხედავთ, ბიჭებს რა უქნიათ?- ძუის მახე დაუგიათ! კიდევ კარგი, ბეღურებს რომ ეს ამბავი გაუგიათ. წიოკობენ, წივწ...ჩემი თბილის-ქალაქისიხარულის ალაგი, ახდენილი არაკი, მზემ დალოცა ჩემი თბილის-ქალაქი! აქ ქუჩებიც მღერიან, როგორც ზღაპრის ფერია...კახა მიდის სკოლაშიანაბანა, ანაბანა, დედამ წიგნი მომიტანა, - იაკობის დედაენა, საქართველოს მზე და რწმენა. -მუდამ გქონდეს ამ დ...ბალი, ბავშვები და ჩიტებიმაღლა, ტოტზე ესხა ბალი, ზედ რჩებოდა ყველას თვალი, ნერწყვს ყლაპავდნენ პაწიები: -ტოტებო, ხართ ქვაწვიები, ბა...თვლა ისწავლაანათითებს, ბანათითებს, ციცქნა ანა ითვლის თითებს: -ცერა და საჩვენებელი, შუათითი, არათითი, ეს პაწაწა მეხუთე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026