kids.ge logo

ასეთია ზამთრის ღამე

ფავორიტებში დამატება

- დღე უეცრად გაპარა...
მითხარ, ერთი, რა მოხდა?
-ღამე მეტად გაზარდა,
დღე კი მეტად დამოკლდა.
-ადრინად ჩამობნელდა,
მითხარ, ერთი, რა მოხდა?
-ვარსკვლავები გამოლაგდნენ,
გერ მთვარეც გამოჩნდა.
-ზამთრის ბნელსა და გრძელ ღამეს,
თავი მოაქვს ამაყად,
-მაგრამ ზოგჯერ ნათელია,
სე, როგორც ამაღამ.
მთვარის შუქზე თოვლი ბზინავს,
ნახე, რა ლამაზია!
-ღამემ ყინვას რად მოუხმო,
სუსხიანს და ბრაზიანს?
გათოშილმა ვარსკვლავებმა
ცა რატომ ვერ შეგვიმკეს?
გულგახსნილმა ღრუბლებმა კი
პირი კვლავ რად შეიკრეს?
-მთვარემ ისევ ჩარგო თავი
ზეცის მყუდრო უბეში,
სიცივისგან გათოშილი
გაეხვია ღრუბლებში.
კუნაპეტი სიბნელეა,
ბუმ დაჰკივლა ზედიზედ,
ჭოტმაც მყისვე ბანი მისცა,
ყინვას კიცხავს მეტისმეტს.
-ღამე რატომ მიზოზინებს,
მითხარ ერთი, რა ხდება?
-ღამე რაგინდ გრძელი იყოს,
დღე უთუოდ დადგება.
-ციდან ნისლი რად დაეშვა?
ტყეში მიდინება,
-გამოდის, რომ ზამთრის დილა
ნისლიანი იქნება.
ეჰ, რას ვიზამთ, ზამთარია!
თუმცა ესეც გაივლის,
როცა მოვა გაზაფხული,
ტყეში აივლ-ჩაივლის.
-როცა გაზაფხული მოვა,
მაშინ რაღა მოხდება?
-დღე სათებს შემოიკრებს,
ღამე დაგვიმოკლდება....
ზამთრის სიცივე და თოში
არც კი გაგვახსენდება,
ახლა დილას მივეგებოთ...
ხედავ?
-უკვე თენდება!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვაზი გვიხმობსვაზი უხმობს პატარებს: -მოდით! მოდით ყველანი, თქვენც გასინჯეთ დამტკბარი ყურძნის მწიფე მტევანი! ჩხა, ჯაგანი...საახალწლო-თოვლის ბაბუა, სანტა კლაუსი, მწვანე ნაძვისხე, კოხტად მორთული ... გვიღიმიან და გვეუბნებიან: -ახალი წელიაო ...ფერებმა ფესტივალი გამართესერთხელ ფესტივალი გამართეს ფერებმა,- დაუღალავებმა და მშვენიერებმა. თქვეს: -დაე, არ ჰყავდეს ამქვეყნად ბადალ...ყაყაჩოყაყაჩო ვარ მოცქრიალე, ქარში ლაღად მოფრიალე! მშვენიერი არ ვარ განა?- გაზაფხულმა მომიყვანა! მზე სხივებით მო...ჩვენი სახლი, ჩვენი ოჯახი-რასა აქვს კედლები მტკიცე, კარი, ფანჯარა, კიბე? გარშემო აივანი, მოაჯირები ხისა, ლამაზი სახურავი, ოთახებს ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026