kids.ge logo

ქარით დატირებული

ფავორიტებში დამატება
ქარით დატირებული, უნუგეშოდ შთენილი,
მიფრინავდა ფოთოლი, ხიდან გადმოცვენილი.
და სტიროდა მიდამო, იძრცვნებოდა ტყები,
და სცურავდნენ, სცურავდნენ ღრუბელთ სიშორები

შემდეგ თოვლი მოვიდა და, ვით სულს მოტივტივეს,
შევაჩვიე სიცივე ჩემი გულის სიცივეს.
ახლა თოვლში ჩაფლული, უნუგეშოდ შთენილი,
ყინება ფოთოლი, ველად ჩამოცვენილი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

როგორც სიზმარიკვლავ მომაშუქებს მზე სიმტკიცეს დს დარიგებას, ბოლო არა აქვს ოცნებათ დენას, მე კარგად ვიცი, ვერ ახერხებს სი...სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაშიდედაო ღვთისავ, მზეო მარიამ! როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი, ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია და შორეული ცის სილა...ქართული ორნამენტიმკვეთრი, ნათელი და შორი გრძნობიერია ზმანება, ეს მზე ჩუქურთმა, ეს სწორი ხაზების ახოვანება! ღვრის იისფერი დ...მაისის ისრითამ ვარდობისთვის ვარდებით ვთვრები, კარგია თრობა. არ მებრალება მე ჩემი მტრები, და ვიცი მტრობა. მაისის ისრით...ხელებისაყვარელ ხელებს შეშლილივით დავეწაფები, ბროლის თითები, მზისგან სავსე ღვინით, მე დამათრობენ: გევეგები, გავე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026