kids.ge logo

მშვენიერას ქართველას

ფავორიტებში დამატება
ახ, თულის ჩინო, შენ ჩუნო ქალო,
ქალო ქართულავ, ეშხის ანთებავ,
დაანთე აგრე სურვილი, მნათო,
სიყურულისა გამღვიძებელავ.

ბა ვით, ქალო, არ მღელდე გლახ გულს
დეს შენ ასე წარმამიდგები? -
ბა შენზედა მაგ შუნებას სრულს
რომ ვხედავ ხოლმე, სულ გავხელდები.

როს ვხედავ შავსა მბზინვარეს დალალს,
როს განცისკრულს მკერდს დადინება,
მაშინ მას ვყნოსავ, მაგრამ ვთქამ ვით ალს
და ცით ვით ტრფობა დამებურვა.

თვალნი მოშავნი,მოჟუჟუნარნი
მომკვლენ თვის წინა გაკითხავნი,
ეგ ფუჩქვნილ ბაგე ტკბილ მობარნი
დამიდნობს გრძნობას სულზე ძღიმავნი.

პირბადრსა შენსა და ტანს ნაგებსა
მონარნარ ნაზსა ვერტფილები,
წელსა დიახ წვრილს, წამს გულთ მტანებსა,
ეჭველადა შევემსხვერლები.

ვგონებ ხატება რაფაილს შენი
ხატავს ედემს ყვავილებთ შორის,
როს კარს გამოხვალ უკუდაებრ მდენი,
ვითა გადმოგვცემ სიცოცხლეს შორით...

1821-სა წელსა.
აგვისტოს..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მოხუცებული ყმაწვილკაცსრას დამცინი? რას კოხტაობ? რას ტრაბახობ? რას ბაქბუქობ? ნუ დამცინი, ნუ კოხტაობ, ნუ ტრაბახობ, ნუ ბაქბუქობ, მ...საქართველოს გაზაფხულინიმფნი რხევით სეირნობენ ასფოდელსა დარაზმულნი; ყვავილთ სწყვეტენ, ნაზათ სტრფობენ, ყნოსვენ სუნთა სიხარულნი. ...ბაიათითვალნო ველსა ვინახე? იგი სიდგან ვინახე! რომ რაღაც სულსა მოსცა უკვდავებად ვინახე, თავსა დავგმობ რიდედა, მა...უეცარი შეხვედრაშეხვდნენ ჭვრეტად ქალ-ყმათ თვალნი, ორთავ ეცათ ტრფობის ძალნი. თქვეს მათ: გული გვეუბნება, ერთმანეთი გვეკუთვნ...შორიდგანსოფელმან მიმაგდო ყარიბობასა, გარნა სახე შენი ვით ვცე თმობასა? სავანედ გულს ვიმყოფ შენად სამკვიდროდ, ვისულ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026