kids.ge logo

თეთრი ფიფქი ციდა

ფავორიტებში დამატება

თოვლის თეთრი ფანტელები
ეშვებიან ციდან,
ფრთხილად! ფეხი არ დაადგათ,
ფანტელს ამ ერთ ციდას.
გადათეთრდა ხის ტოტები,
გადაიქცა ფიფქად,
ალბათ ასე შემოსილებს,
სულაც აღარ ცივათ.
ბებო გვიქსოვს თბილ-თბილ წინდებს,
პაპა აწყობს ციგას,
ციდან ცელქი ფანტელების
თეთრი ჯარი ცვივა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

* * *გაზაფხუდა, ჩიტუნები აჭიკჭიკდნენ სარკმელთან, ეს როგორი წესი არის, გამაღვიძეს საკენკად? მაგრამ ხომ არ დავიზ...ენძელა და იაიამ უთხრა ენძელას, ლამაზი ხარ, გყვარობ, მაგრამ მთელი ბუნება, ჯერ ჩემს მოსვლას ლამობს. მე თუ მოვალ, გაზაფხ...ახალი წლის დღეახალი წლის დღე მოვიდა, ძველს ვაცილებთ სიცილით, თოვლის ბაბუ საჩუქრებით, ისევ მოვა? ვინ იცის? წელს სულ კარგ...დინოდინო, დინო დინოზავრი, ხან მწვანე და ხანაც ჭრელი, დიდი თავი, ხმა საშიში, აპრეხილი კუდი გრძელი. დადის სწრაფ...კურდღელს თეთრს და ნაბიას,,კურდღელს თეთრს და ნაბიას, გული გაუნაბია, დილის ნამის წვეთებით, პირი დაუბანია. ბუჩქის ძირას სახლს იწყობს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026