kids.ge logo

ზამთარი

ფავორიტებში დამატება

თეთრად ქათქათებს მინდორი,
ბიჭო, რას უზი კერასა?
გამოდი, გამომზიგულდი,
რა სჯობს ამ თოვლის ცქერასა!

შეხედე დათოვლის სერებს:
ყელები უგავთ სურასა;
ზამთარი მხოლოდ აშინებს
ლაჩარს და ბუტუსურასა!

შენ ხომ არც ერთი არა ხარ,
მაშ ნუღარ დაიგვინებ,
თუ გუნდაბას ვერ შეძლებ,
პირს მაინც გაიმზინებ.

-მოვდივარ, შენი ჭირიმე,
ციგით და თხილამურებით,
მეც მიყვარს თვალის დატკბობა
ჯანსაღი თოვლის ყურებით!

ნახე, როგორი ბიჭი ვარ,
ციგას რომ გავასრილებ!
ხან ზედ დაგისვამ მოყვარულად,
ხან თოვლში გაკოტრილებ!

თუ გამეჯიბრე გუნდაში,-
სე აგიწვავ ყურებსა,
როგორც თონიდან ამოყრილ
კოხტად დაბრაწულ პურებსა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ციგაობა-ნატრობდით და აგისრულდათ კიდეც გულის საწადელი; თქვენ გეგონათ რომ სიმწვანეს შეირჩენდა მთა და ველი?! აბა, ა...მამალი- იცით, ქათმებო, რას გეტყვით, მეტი რომ არ ვთქვა თავზედა, ჩემი ბადალი, მითხარით, ვინ არის ქვეყანაზედა?! და...იაველში ია ამოვიდა, მიიხედა, მოიხედა, -მწყურიაო! - ჩუმადა თქვა, დაძახება ვერ გაბედა. ზღვის ორთქლი და ოხშივა...ჩიტი და ილაპატარა ილამ ეზოში ბევრი იცელქა დილითა; გამოაყრუა მიდამო გამხმარი ლელის სტვირითა. შემდეგ მოახტა ცხენჯოხას,...პატარა მკითხველებსჩემო პაწია მერცხლებო, ჩემი სიცოცხლის სხივებო, საყვარლად მოჭიკჭიკენო, თქვენ, ჩემო გულის მძივებო, მოგესალმე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026