kids.ge logo

მხიარული ზაფხული

ფავორიტებში დამატება

ეს რა მალე დამთავრდა
მხირული ზაფხული?..
მოდი, ყველას მოვუყვეთ
ვინ სად იყო წასული.
ზოგი მთაში გახლდათ და
ზოგიც ზღვიდან დაბრუნდა.
ზოგმა სულაც კუს ტბაზე
მოხერხა გარუჯვა.
მთაში მყოფი სვანებს და
სვანეთს აქებს დემეტრე,
მაღალ კოშკებს იხსენებს,
ჰყვება ლამაზ ლეგენდებს.
ტასო ზღვაზე ყოფილა,-
ცურვა თითქმის ისწავლა,
ზღვა ისე მოწონა,-
სხვაგან უკვე არც წავა...
ნენემ ოზურგეთიდან
შეიყვარა გურია,
სე მღერის: გური
მართლაც სამურია...
ზუკამ ბრძანა ზაფხულში
ჯობიო კახეთში,-
ვნახე გრემი, იყალთო,
წინანდალი, გარეჯი!
კამათეს კარგა ხანს
სად ჯობია ზაფხულში
დასვენება, გართობა
რომელ კუთხე- კუნჭულში.
ერთმანეთთან რა გზებმაც
არ უნდა დაშოროს,
ყველა მხარეს სახელად
ჰქვია მაინც სამშობლო...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჩვენი ქვეყნის ბუნებასაქართველოს ბუნება საოცარი განძია. მთებზე ჯიხვი ბინადრობს, ტყეში,- მურა დათვია. ბალახზე რომ მოცოცავს,- ეს...საბავშვო ბაღთან დამშვიდობებაბავშვები და მშობლები ბაღში ერთად მოვედით, გვინდა დავიმახსოვროთ ამ დღის ყველა მომენტი. ძველ ოინებს ვახსენე...დედამიწასამყაროში ასეა, დედამიწა იბრუნებს, ბუნებას თუ მოვუვლით- მაშინ ჩვენზეც იზრუნებს: ტყე ისევ იშრიალებს,- სუფთ...წიგნიუვიცობა დევგმირსაც მიწაზე დაანარცხებს, წიგნს თუ დავიმეგობრებთ,- ვერავინ დაგვამარცხებს. მოგვატარებს მსოფლი... სათამაშო მობილურიგუშინ დედამ მომიტანა მობილური ტელეფონი, ზარები აქვს მხიარული და ფერადი ახლავს ფონი. პატარაა, ვარდისფერი, ...

ნახატი ლექსები

ლექსზე „მხიარული ზაფხული“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026