kids.ge logo

თეთრი ფიფქი ციდა

ფავორიტებში დამატება

თოვლის თეთრი ფანტელები
ეშვებიან ციდან,
ფრთხილად! ფეხი არ დაადგათ,
ფანტელს ამ ერთ ციდას.
გადათეთრდა ხის ტოტები,
გადაიქცა ფიფქად,
ალბათ ასე შემოსილებს,
სულაც აღარ ცივათ.
ბებო გვიქსოვს თბილ-თბილ წინდებს,
პაპა აწყობს ციგას,
ციდან ცელქი ფანტელების
თეთრი ჯარი ცვივა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შემოდგომის ლეგენდებიშემოდგომის ლეგენდები, მოკლე დღით და გრძელი ღამით, სიუხვით და სურნელებით, დაჰქრის აღმა გრილი ქარი. ვაზის მ...* * *პატარა ვარ? არა, დიდი! გუშინ გავხდი ექვსის, მალე სკოლის კარს შევაღებ, მელის ჩემი მერხი. დედიკოს გულს გავა...თოვლი მოსულა,,ოჰ, ეს რა დიდი თოვლი მოსულა, გადაათეთრა მთათა კალთები, თოვლის ბაბუა რომ გავაკეთო, დილით ყველაზე ადრე ავ...გვირილანახე, მზეზე უცნაური, გაიშალა ყვავილი, ყვითელგულა, თეთრფურცლება, მოსაწყვეტად ადვილი. ავუარე, ჩავუარე, მზერ...ახალი წლის დღეახალი წლის დღე მოვიდა, ძველს ვაცილებთ სიცილით, თოვლის ბაბუ საჩუქრებით, ისევ მოვა? ვინ იცის? წელს სულ კარგ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026