kids.ge logo

თეთრი პელიკანი

ფავორიტებში დამატება
გადმოფრენას ეს ყორანი
მადათოვზე აპირებს,
განათებს რესტორანი
ტივებიან ნაპირს.

სე მიდის ეს ზამთარი
სიზმარივით მდევარი,
სე რეკავს საზანდარი
უქმი, შემაქცევარი.

რომ ისმოდეს საათნოვას
დაჟანგული ჰანგები,
მითოვოს, მოთოვოს
კედლებს ფარშევანგები.

სული ტირის და როს ნანას,
კოჭლო საჰაკ, ჰპირდები,
დანებე ფიროსმანას
სევდინი ტვირთები,

რომ წავიდეს ეს ზამთარი
სიზმარივით მდევარი,
რომ რეკავდეს საზანდარი
უქმი, შემაქცევარი.

ოცნებაო, ჩემო ძველო,
ვარ ღამეთა მთეველი,
კიდევ ბევრი სადღეგრძელო
დაგვრჩა დალეველი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გაგონდება თუ არა გაგონდება თუ არა კარალეთის დღეები, მთების ლურჯი კამარა, უცხო სამოთხეები. კიდევ შეგრჩა თუ არა მხიარული თვა...მესხის გამოხედვაის გამოხედვა მზიური შვილთა ვალი და სესხია, შეგრძნება ტიტანიური, იტყვი: ნამდვილი მესხია. ის გამოხედვა სხვა...ჩემი გულია დღეს ეს შავი ზღვაჩემი გულია დღეს ეს შავი ზღვა, თავმიდებული აჭარის კალთებს. რაც დატეხილა ჩემს თავზე რისხვა, თქვენს მშვიდობი...დადგა აგვისტოდადგა აგვისტო. ცა რიდეული დაისიცხება ისევ დილ-დილით; ქალაქს ედება მზე თვითეული ყაყაჩოებით, ტუხტით, პილპილ...მაგრამ მე რა ვქნამაგრამ მე რა ვქნა, მე, ვისაც სული მაქვს დაწეწილი მწარე ქარებით, ვინც აღტაცება არ ვიცი სრული არც სიყვარული...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026