kids.ge logo

ფეხბურთი

ფავორიტებში დამატება

ფეხბურთი აქვთ თაგუნებს,
გაგორეს კაკალი:
_ წრუწუნ, პასი მომეცი!
_ მიდი, ბიჭო, დაჰკარი!
მოდანი ფეხბურთის
გადაიქცა საგიჟედ:
_ ყურზე ნუ მკბენ!
_ ვამე!
_ კუდზე ფეხს ნუ მაბიჯებ!
მოტყუა წრუწუნამ:
ერთი, ორი, სამი და...
ნერვილობს მეკარე...
დარტყმა!
რის!
გავიდა!..
_ გოლ! _ აყვირდნენ თაგვები.
_ გოლ! _ აყვირდა წრუწუნა
და საწყალმა მეკარემ
ბრაზით დაუწრუწუნა:
_ რა გაყვირებს, შე ბრიყვო,
ნეტა, რა გიხარია?
გოლი რომ გატანე,
ეგ ხომ ჩვენი კარია?!.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დაჩი და ნუცაზაფხულია. მზე ანათებს. გული მშვიდად უცემს ნიავს. ერთი ნახეთ ციცქნა ნუცას რამოდენა ჩანთა მიაქვს. იქვე დგან...საშობაოოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსა. შენ გელოდა ეს ქვეყანა, შენ მაღალს და შენ ერთსა!.. თოვლი მოდის ...ცუგა და ფისოროგორც წინათ, ჩვენი ცუგა ბევრს არაფერს ითხოვს, კუდის ქნევით ეხვეწება ხეზე ასულ ფისოს: - ჩემო ფისოვ, ჩემო ...დათვის ბელო-დათვის ბელო სად მიდიხარ? საით ამ ტყის შვილო? -ვერა ხედავ, თოვლი მოდის, უნდა დავიძინო. ჩემ ბუნაგში მეც და...ზამთარიმოვიდა თეთრი ფიფქებით ზამთარი, მკაცრი გუნების. აფორიაქდნენ ჩიტები, უცემთ პაწია გულები. ჩიტებო, ალბათ, შეგ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026