kids.ge logo

დადგა აგვისტო

ფავორიტებში დამატება

დადგა აგვისტო. ცა რიდელი
დასიცხება ისევ დილ-დილით;
ქალაქს ედება მზე თვითელი
ყაყაჩობით, ტუხტით, პილპილით.

სევე ჩქარი და უძლეველი,
ვიცი, რადა ვარ ასე ქარული,
ჯერ ყველასაგან მიუკვლეველი
აღმოვაჩინე მე სიყვარული.

ეს სიყვარული დაცხრობს გოლვას
და გაგიჟებას უფრო ურესს,
სურვილი ისევ უშენს რევოლვერს,
ცას რომ ღრუბლებმა გადარეს.

ღრუბლებო შავო, მზეო საპყარო,
მე აღტაცების ზღვაში შეველი,
აღმოვაჩინე მთელი სამყარო,
ქვეყნისთვის ჯერაც მიუკვლეველი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

უმაღლეს მწვერვალთა მსუბუქო ღრუბელო!უმაღლეს მწვერვალთა მსუბუქო ღრუბელო! შენ, როგორც კლდეებზე მერანი უბელო, მიგაფრენს მუსუკის მღელვარე ნაკადი,...თოვლიმე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა. მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის და სიყვარულის ასე...თვალუწვდენელი, დაუსაბამოთვალუწვდენელი, შორი, ვრცელი, დაუსაბამო, ჩუმი, მყუდრო დასევდიანი იყო საღამო. თოვლზე დაცემულ სისხლის მსგავს...კუმისისილაჟვარდე მთვარის ჩუმის მოჰფენია ცისფერ კუმისს, ტბას დასცქერის მდუმარე ტყე მოდარაჯე ჩამიჩუმის. დაფიქრები...გურიის მთებიწინ, მეეტლევ! ეგ ცხენები გააქანე, გააქანე! მსურს, რომ ერთხელ კიდევ ვნახო გაზაფხული მთები მწვანე, მსურს, რ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026