kids.ge logo

ნერგი

ფავორიტებში დამატება

ნერგი ვარ, ვწევარ მიწაზე
და თუ არ დამრგეს _ მოვკვდები.
თუ დამრგეს, თუ გავიზარდე
და თუ გავშალე ტოტები,

ხელს ვერაფერი შემიშლის,
ფოთლებს ჩავიცვამ სამოსად,
ვინმე დაჯდება ჩემს ჩრდილში,
დაისვენებს და დამლოცავს.

მერე კი შვებას არ მომცემს
ანვრის გულისნადები,
ყინვა მომახევს სამოსელს,
მოთოვს და ავკანკალდები.

მერე ფიქრს დარდი დამიწვავს,
ეს ცაც შეკრთება, ეს მთებიც,
რადგან მომჭრიან და მიწას
კივილით დავეხეთქები.

საქმეს იზამენ სარფიანს,
ჩემით ნახავენ სარგებელს,
მერე ან ფიცრად გამთლიან,
ან ცეცხლში შემიძახებენ.

ერთხანს კი, ვიდრე ვიცოცხლებ,
მეც ბედნირი ვიქნები,
თუ ჩემს ტოტებში ბუდეებს
გაკეთებენ ჩიტები.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ისეთი ბიჭი ვიქნებიჩემი ჭკვიანი წიგნები დამიდგებიან თავდებად, - ისეთი ბიჭი ვიქნები, ქართველს რომ გაუხარდება. მტერსაც რომ უყვ...წელო ახალო...ჩვენთან ხარ, წელო ახალო, დიდხან ველოდით ამ წუთებს. არც თოვლის მოსვლას მოგთხოვთ და არც ლამაზ-ლამაზ საჩუქრე...ცუგა და ფისოროგორც წინათ, ჩვენი ცუგა ბევრს არაფერს ითხოვს, კუდის ქნევით ეხვეწება ხეზე ასულ ფისოს: - ჩემო ფისოვ, ჩემო ...თუთიყუშიგამიგიჟდა თუთიყუში, ცუდი სიტყვა მითხრა ყურში. გავბრაზდი და იმავ წამში გამოვკეტე გალიაში. დავუყვირე _ მითხ...კეთილი გოჭიგოჭმა დედას ახარა: _ შევაგროვე ტყეში რკო, რომ მეგობრებს საჩუქრად დავურიგო, დედიკო! დედა ძლიერ გაბრაზდა: _...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026