kids.ge logo

შავი და თეთრი კატა

ფავორიტებში დამატება

ბექობზე ერთად ისხდნენ
შავი და თეთრი კატა
და უყვებოდნენ ერთურთს,
რომელს თავს რა გადახდა.
შავმა თქვა: მოვირე,
აღმოსავლეთის მხარე,
ვისაც ვესტუმრე , ყველა
პატრონი გავახარე.
მუსრი გავავლე მღრნელებს,
გამოვიჩინე თავი.
როგორ მომნათლეს იცი?
„კატების მეფე-შავი“.
გაიჯგიმა და ცერად
თეთრ კატას გადმოხედა:
- შენ საით იყავ, მითხარ,
რა გაკეთე ნეტა?
- მეც იქით ვიყავ ძმაო,
ღონდ, ვსტუმრობდი მინდვრებს,
არ ვაკარებდი ხორბალს
თაგუნებსა და ჩიტებს.
მუშებს ვუყვარდი ძლიერ,
მანებივრებდნენ ნუგბრით,
მათთან გასტუმრებ, იქით
ერთად წავედით თუკი.
მთვარე უსმენდა კატებს
და უხაროდა მნათობს,
კარგია, როცა თოვს და
მოგონებები გათბობს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მზეო, გვესტუმრეუჰ, რამდენი ხანია წვიმს და არ გადაიღო, სახლში ჯდომა მოგვბეზრდა მე და ჩემს ორ დაიკოს. ეზოში არ გვიშვებენ: ...ქართველი ხარ?ქართველი ხარ? მაშ გიყვარდეს დედა ენა, ქართული, გერმანულის,ინგლისურის იყავ სწავლით გართული. ფრანგულიც და ე...მომავალი მწვრთნელებიდელფინების ანტრაქციონს აღტაცებით უმზერს მარი, ამ ჭკვიანი ცხოველების შოუ, საოცარი არი. როგორ მწყობრად დაცუ...ლამაზი ნატვრაფარშევანგი მოეწონა ზოოპარკში თამაზის, ბებიკო, მოდი შეხედე, რა ჭრელია და ლამაზი. ნახე, როგორ ელვარებს, რად...ცნობისმოყვარედედი, მითხარ, ჩვენი კატა თავის კნუტებს, პატარებს, წამდაუწუმ, აღმა-დაღმა ნეტავ, რატომ ატარებს? ეჰ, ყოველ დ...

ნახატი ლექსები

ლექსზე „შავი და თეთრი კატა“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026