kids.ge logo

წიგნით ფრენა

ფავორიტებში დამატება

დამესიზმრა, თითქოს წიგნი
გადამექცა ფრთებად,
თითო გვერდი იშლებოდა
საჰარო გზებად.

დავფრინავდი, როგორც ჩიტი,
თავისუფლად, ლაღად,
წამში თვალწინ მეცვლებოდა
გზა ზღვად, ზღვა კი ბაღად.

გამეღვიძა, მივიჩნი
თავი ზღაპრის გმირად,
და ვინატრე წიგნით ფრენა
დამესიზმროს ხშირად.

მივხვდი, კითხვაც მაგრძნობინებს,
დავფრინავდე ვითომ,
სიზმარს არ დაველოდები,
წავიკითხავ თვითონ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ეზო მირჩევნიადედა მუდამ მიმეორებს: "ისწავლეო კარგად, უცოდინრები აწევსო ამ ქვეყანას ბარგად". მეც მთელი დღე გაშლილ წიგნე...წვიმავნახოთ, წვიმა ჩემს კიკინებს როგორ დაუწკაპუნებს, ქოლგა უნდა გადავმალო, ვეთამაშო შხაპუნებს!!! სასაცილოდ თამ...ციცი ციცინათელაციცი ციცინათელა, თუ არ გიყვარს თამაში, რატომ გამოწყობილხარ ამ ბრჭყვიალა კაბაში? მთელი ღამე რომ გდიო ხელზე...დეიდაძალიან ჰგავს დეიდა გარეგნობით დედიკოს, ნეტავ ასე ლამაზი დიდობაში მეც ვიყო. მანებივრებს მუდმივად ჩემთან ერ...მერცხლების საუბარი- ნეტავ ჩვენს სამშობლოში დარია თუ ავდარი? - ბუდეს ხომ არ მოშლიდა წვიმა, თოვლი ან ქარი? - არა, დარდი არ გვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026