kids.ge logo

მომავალი ტიკტიკა

ფავორიტებში დამატება

მერე რა, თუ ყველა სიტყვას
დიდებივით ვერ ვამბობ,
რასაც ვითხოვ, მაინც ხვდებით,
ჰოდა,რატომ ვიდარდო?!

თუკი ჩემმა თანატოლმა
ლექსი ჩაჭიკჭიკა,
ნუ გშურთ, მალე მეც ვიქნები
ლაქლაქა და ტიკტიკა.

გავიზრდები, დამაცადეთ,
დრო ყველაფერს მასწავლის,
ქამდე კი, თქვენ თვითონ გაქვთ
მოთმინება სასწავლი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ცელქი ნიკოსახელივით რომ მეძახით მავნე მაცაცერას გაიხსენეთ ამ სიტყვებმა როდის გამაჩერა?! ხან ხმაურით გავირბენ და ხან...ახალი წელიიწყება წელი ახალი, ძველი წლის დასასრულია, ყველა რომ ველით საჩუქრებს, რა დიდი სიხარულია! ყველაფერი რომ ბრწ...ბაქიბუქა ბაჭიაბაჭია გმირულ ამბებით მეგობრებს მუდამ აოცებს, ფეხზე დამდგარი ჰყვება და თან მათ სახეებს ამოწმებს. "- აბა მტ...სამშობლოს მოგზაურიბაბუ ხშირად მიყვება რაც თავს გადახდენია, მითხრა “- ჩვენი ქვეყანა მართლაც მშვენიერია”. “...კეკე-ბეკეკეკე ბეკე მიიწვიეს დაბადების დღეზე, სიხარულით არ შეეძლო ფიქრი სხვა რამეზე. დედიკომაც გამოპრანჭა, მიაცილა ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026