kids.ge logo

ატა-მატა

ფავორიტებში დამატება

ატა-მატა, ატა-მატა
კომპიტერს უზის კატა,
ღარ ახტა, აღარ დახტა
და წონაში მომატა.
თათუნებს „მაუსს“,
თან იძახის _ „მიაუ“-ს.
დედა კატა წუხს:
-დაემსგავსა კრუხს,
არ აციებს სკამს,
აქვე ჭამს და სვამს.
რაფერი ახსოვს,
აქ კრუტუნის გარდა,
სულ მთლად გადაგვარდა!
ქეთ მამა კატა ბრაზობს:

-დროა, კარგად ვუთავაზო!
ნადირობას არც კი ცდილობს,
ლოკავს თათებს სასაცილოდ.
მხოლოდ „მაუსს“ ატრილებს,
დასდევს თაგვებს ვირტულურს!
სირცხვილისგან დავიკუტე,
რა მაგალითს აძლევს კნუტებს.
მალე ასე მოქცევით
ყველას გადაიმტერებს,
ჯობებს, თუ ახლავე
გამოვურთავ ინტერნეტს!
დარდობს საკატეთი:
-კატაა თუ მტრედი?
ხარიათ თაგვებს:
-კატა ასე გვარგებს!
ატა-მატა, ატა-მატა,
კომპიტერს უზის კატა,
ნეტა, სხვებსაც თუ ეცნობათ,
რაც ჩვენს კატას დამართა?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჯანჯუხა და ჩურჩხელაიქ დიდედამ თათარა ათუხთუხა თანთალა, აკოს ნიგვზის ჩურჩხელა მესინჯერით უჩვენა. ბებიკომ კი ფელამუში მოაშუშა,...სუფრა დადგა თავდაყირაქორწილი აქვს ლოკოკინას თავის ზღაპრულ სასახლეში, საპატარძლოს მაყრიონი ზურგით დაჰყავს ხვნეშა-ხვნეშით. პატარ...ლამაზი ყულაბა– ამ ლამაზი ყულაბის რა სჯობია ყურებას? სქელ მუცელზე ბავშვები ხელებს უპარტყუნებენ: – მისი დაფშვნა ფულისთვი...ინდაური ფხორაინდაური ფხორა, მიწას ფრთებით ფხორავს, ცეკვავს გამეტებით _ააყენა მტვერი! მარჯვედ უვლის დავლურს, _დახეთ, ამ...დრონიდაფარფატებს ცაში დრონი, უპოვია ასაძრომი! ბატის, იხვის მსუქან ჭუკებს ვიდეო-თვალს უპაჭუნებს. უთვალთვალებს კ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026