kids.ge logo

ხინკლისხელა კოპებით

ფავორიტებში დამატება

ბუსკი, ბუსკი, ბუსკები,
ბუსკაბენ ციკნები,
სკოლა გაუცდენიათ,
დაუყრიათ წიგნები.
არც ერთი თმობს, ორივე
ჯიტი და ფიცხია,
დაესვარათ ქათიბი,
გაოფლნენ სიცხისგან.
ბოლოს, როცა შებინდდა,
მოგონდათ სოფელი,
წაბაკუნდნენ სახლებში
ხინკლისხელა კოპებით.

ავტორის შესახებ

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026