kids.ge logo

ოქროს კბილი

ფავორიტებში დამატება
პირველკლასელ გვანცას,
გუშინ ადრე დილით,
საუზმის დროს მოძვრა,
თურმე წინა კბილი.

ცოტა სისხლიც რომ ნახა,
სულ წაუხდა ნირი,
დაამშვიდა ძამიკომ,
სატირლად აღერღილი.

თორნიკემ დას მიმართა,
სულ ტყულად სტირიო,
ჩვენი საბძლის თაგუნას,
გაუცვალე კბილიო.

ჩერდაკზე რომ ააგდეს,
ათქმევინა თოკომ,-
„თაგვო, ცუდი კბილი შენ,
გადმომიგდე ოქრო!“

ძმა მალულად იცინის,
და თავისთვის მღერის,
გვანცა საბძლის ძირში ზის,
და ოქროს კბილს ელის.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026