kids.ge logo

ნუგეში

ფავორიტებში დამატება
ჩემს ბებოს ხუთი შვილი ჰყავს,
შვილიშვილი კი - ერთი.
ბებია ამბობს - ჩემს ბედში
არ ურევია ღმერთი.
ჩემს შვილებს ღმერთი არა სწამთ?
როგორ გავჩუმდე, როგორ?
ხუთ შვილზე ერთი ბადიში
და მერე, ისიც გოგო?
- ნუ გეშინია, ბებია,
რომ გავიზრდები, მაშინ
იმდენ შვილიშვილს გიყიდი
ვერ დატიო სახლში.
სი სათვალე გექნება,
ჩემო ბებია ოლღა,
სი კაბა და თავშალი,
სი ქუდი და ქოლგა.
შენ ოღონდ კარგად იყავი,
ნუ უჯავრდები მამას,
და ჩირსაც თუ არ მოგვაკლებ,
ჩვენც არ მოგაკლებთ ჭამას.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გაზაფხულო ლამაზოჩემო ჭრელო პეპლებო, ჩემო ლურჯო იებო, ჩემო ნუშის ხეებო, ჩემო ჩიტუნიებო. როდის აყვავილდებით, ატმებო და ვაშლ...სტუმარ-მასპინძელიაბა დელია-დელია, ყვავმა იშოვა ყველია, პატარა ლხინი მოაწყო, მოიპატიჟა მელია. მართალი არის, მელია ლოთი და ღ...ხულიგანიიყო ქორწილი ორისა, შევარდნისა და ქორისა, მოფრინდა მართვე არწივთა, თამადად დაჯდა ყანწითა, გვერდით მოისვა ხ...მელა და ქათამიმელიამ უთხრა ქათამსო: - რომ შეაბერდი მამალსო, ამაღამ ჩემთან წამოდი, თვალ-მარგალიტით აგავსო. ქათამმა უთხრა...ნაძვის ხის სიმღერამოვალ, როცა მთა და ბარი თეთრ ნაბადში გაეხვევა, პატარების საოცნებო საახალწლო ნაძვის ხე ვარ. ჩამოვიყვან თოვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026