kids.ge logo

მსუნაგი ზღარბუნა

ფავორიტებში დამატება

ბაძგარ, ბაძგარ, ბაძგარა,
ზღარბი ისე გამძღარა,
არც სოროში ეტევა,
ვერც ღობეში გამძვრალა.

ზრდილ ზღარბს განა შეჰფერის
მსუნაგობა ასეთი?
ცხარობს ტელევიზია,
ჭაჭება გაზეთი.

დარცხვენილი ზღარბუნა
აქეთ-იქით აწყდება:
- მე რად მკიცხავთ, მაცდუნეს
მინდვრის მწიფე მარწყვებმა?!

ავტორის შესახებ

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026