kids.ge logo

ვის რა უყვარს

ფავორიტებში დამატება
- დათუნიას თაფლი მოსწონს
და ტყე-ღრეში დანდალი.
- ფისუნიას რაღა უყვარს?
ბა მითხარ მართალი?
- ჭყინტი ყველი, თბილი რძე და
კიდევ ქათმის ბარკალი.
- კურდღელს?
- კურდღელს - სტაფილო.
- ციყვს?
- კნატუნა კაკალი.
- ქორს?
- წიწილა ენატრება,
უფრენს და ჩაუფრენს...
- ქორს წიწილას ვინ მიართმევს,
თვალიც იმას დაუდგეს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ოღონდ შენ გამიღიმეოღონდ შენ გამიღიმე და, გამიღიმილე ცისკარი, შენ მყავდე გულის იმედად, შენ მყავდე დასაფიცარი. ოღონდაც ისე გა...ფიფქის სიმღერამე ფიფქი ვარ, თოვლის ფიფქი პატარა, ქარმა ხევ-ხევ, მინდორ-მინდორ მატარა, მოვფრინავდი, შენსკენ მოვიჩქაროდი ...დედაენადედაენა, სიბრძნის წიგნი, მოჩუხჩუხე ცხრა წყარო, აი ია, აი თითი, აი მთელი სამყარო. დედაენა, სიტყვის კონა, მ...ილაპარაკეთჩემზე ჰყვებიან ათას ამბავს, რამდენ არაკებს, მაცალეთ ცოტა, ჭორ-მართალში სული მოვითქვა, ილაპარაკეთ, ჩემო კა...სხვაგან არ მეძიოთმე თუ დავიკარგო, გელათში მეძიეთ, ვიქნები ლოცვად დავარდნილი, სასთუმლად მექნება ღვთისმშობლის კალთა და ცა მე...
„კაკტუსი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ლილი ნუცუბიძის ლექსი „ვის რა უყვარს“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026