kids.ge logo

ჩემი ველოსიპედი

ფავორიტებში დამატება

ჩემი ველოსიპედით
ყველგან სწრაფად მივედი.
არც საწვავი უნდა და
არც რახრახა მოტორი,
მივყავარ და თან მიაქვს
ბარგით სავსე გოდორი.

მეც რომ კარგად ვიყო, თან
გავუფრთხილდე ბუნებას,
როგორ დამეზარება
პედლის გადაბრუნება.

რომ მყავს ველოსიპედი,
გზას გავყურებ იმედით.

როცა მომესურვება,
მოვახტები ველოს,
ქროლვა-ქროლვით მოვივლი
ლამაზ საქართველოს

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026