kids.ge logo

ჯადოსნური მაგიდა

ფავორიტებში დამატება
სამასპინძლოდ მოგელით,
გაშლილი გვაქვს მაგიდა,
ყველა დროის ხილია,
სულო, გულო, რა გინდა!
ქეთ ვაშლი შაქარა,
ქით - მსხალი გულაბი,
სასუსნავიც ბევრია -
ბალი, შინდი, უნაბი.
რაზედ მორცხვობს ატამი?
ცალი ლოყა ასწვია,
ხელგობზე რომ აწყვია,
დათაფლული მარწყვია.
ქარვისფერი ყურძენი
დევს ლარნაკზე სათუთად,
იწვის სავი მაყვალი,
ბოლავს თეთრი ხართუთა.
უჰ, რა კარგი ნესვია!
მნახველს სუნით დაათრობს,
გერ კომში ბაქია,
ტოქება საზამთროს.
ლალისფერი მძივებით
რამ აავსო ჯამ-თასი?
პირაღია ბროწეულს
გახევია ატლასი.
გავქრებიო, იძახის
ლეღვი, შიშით გამდნარი
და სქელ სამოსს შენატრის
ფორთოხალს და მანდარინს.
ბა, ჩქარა, მოგელით,
გაშლილი გვაქვს მაგიდა,
ირჩიეთ, მიირთვით,
სულო, გულო, რა გინდა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დათოს ქუდიდაიკარგა დათოს ქუდი, სად არ ძებნეს - ვერსად ნახეს. იგვიანებს დათო ბაღში, მოეღუშა პირისახე. არ იცოდა, რაღა...უცნაური ორთქმავალისაახალწლო ნაძვის ხეზე ქალაქისკენ მომავალი ნიავქარზე უფრო მალი - დგას ბაქანზე ორთქმავალი. დაგანახათ წამით ...უცნაური ორთქმავალისაახალწლო ნაძვის ხეზე ქალაქისკენ მომავალი ნიავქარზე უფრო მალი - დგას ბაქანზე ორთქმავალი. დაგანახათ წამით ...მარდი ბიჭიგასწორებულ ლოგინზე სკუპ, ფუმფულა ბალიშო! დონდლო ბიჭი კი არ ვარ, ყოველ დილით ვვარჯიშობ!...თოვლის პაპის ნათქვამიცეკვით, სიმღერით, სიცილ-კისკისით მომილოცია ახალი წელი! მომაქვს ციგები, მომაქვს გუნდები, მაჭახელების ჭახან...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026