kids.ge logo

ლოქო

ფავორიტებში დამატება

მალება ქვებში ლოქო,
ურჩევნია ქვები ოქროს,
ლოქო თავის ქვების დარბაზს
როდი ადებს კლიტე-ბოქლომს.
მიტომაც ღორჯობი
დაცურავენ ჯგრო-ჯგროებად
და საერთო წყლის სისტემით
სარგებლობენ ლიფსიტები.
ქვებში ნახავთ კიბორჩხალებს,
ლესავენ კიბერ-ბრჭყალებს;
ხოლო როცა რვაფეხები
მოძრაბას აფერხებენ,
ზუთხები და ქორჭილები
რიგს იცავენ მორჩილებით.
შორს რომ ჩანან, მურწებია,
ჩუმად მიძურწებიან.
მალება ლოქო ქვებში,
რას დააკლებს წვიმის თქეში
და უფრო რომ იყოს მშვიდად,
წაფარებს შლამს და ქვიშას.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საფრთხობელასაფრთხობელას მეძახიან, ფართა-ფურთს და ფართხოს, მაგრამ ჩემი ვიღას სჯერა _ ვეღარავის ვაფრთხობ. ვერ ვაშინებ ...ბაყაყების ზეიმიაუზის წყლის დამყაყება იზეიმეს ბაყაყებმა, დაიბერეს ლაყუჩები: –არც იფიქროთ გავყუჩდებით! ყიყინებენ: ყი, ყი, ...თახვების კაშხალირა ქნეს, ერთი დახეთ ბუნების მცველ თახვებს. ღობეების ნაშალით ააშენეს კაშხალი. გადაკეტეს ტბორი თითქოს დევის...* * *ანანია, მანანია, შენი გული ალალია, ალთას წახვალ, ბალთას გნახავ, ცხრა ზღვას და მთას გადავლახავ. არულო და მ...ჭიჭყინაროცა ჰკითხეს სახელი, ერთმა თევზმა იწყინა: -ხმას არასდროს არ ვიღებ, რად დამარქვეს ჭიჭყინა....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026