kids.ge logo

ნაცარა

ფავორიტებში დამატება
ღორმუცელა და ცანცარა,
ჩვენს ბოსტანს სტუმრობს ნაცარა,
რაც ბოსტნელი გვებადა,
სულ შესანსლა და გაცალა.

სტაფილო მისკენ წაღო,
ძაღლის ყეფა რომ გაგო,
ნახეთ კურდღლისა ბაჭია,
ყვირის პატარა დაკო.

შეიშმუშნა და შეჩქვეფდა,
აძგერდა გული პაწია,
ჯერ კი ხრამუნი შეწყვიტა,
მერე ყურები ასწია,
თვალები აფახულა,
კალათი მისკენ წასწია,

ძაღლმა ყეფას რომ უმატა,
არც აცხელა და აცია,
დასტაცა თათი ნადავლს და
სირბილით ტყისკენ გასწია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სამურაბე ბალიბაღში ბალი დამწიფდა, ღურღუმელა შავუნა, ფოთლებს მიღმა უცქერენ, კუნწულები, მალულად, ჩასაკვრეხად უხმობენ, და...მოსწავლე წიწილებიერთხელ მამალსაც მოუნდა, რომ გახდეს მასწავლებელი, ყველა წიწილა შეკრიბოს და გახსნას სასწავლებელი. აღზარდოს ...რთველირთველი არის ჭიკაანში, გააჩაღეს მარულა, ფოთლებიდან მტევნები, გვიცქერიან მალულად. ალმურ ასდით სიმწიფით, კრე...ლიკა და სარკელიკა გუშინ ავად გახდა, არ გაუშვეს დღესაც ბაღში, მშობლები კი მუშაობდნენ, მარტოდ დარჩა გოგო სახლში. მოეწყინ...ქართული სტუმართ-მასპინძლობაბავშვებო გსურთ მოსმენა, ჩემი ნაამბობისა, ჭიანჭველას და რწყილის უანგარო ძმობისა? გახსოვთ ჭიანჭველა, რომ ორ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026