kids.ge logo

დრონი

ფავორიტებში დამატება

დაფარფატებს ცაში დრონი,
პოვია ასაძრომი!
ბატის, იხვის მსუქან ჭუკებს
ვიდეო-თვალს უპაჭუნებს.
უთვალთვალებს კატას, ცუგას,
ჩუმად ადგენს ეზოს რუკას,
ბრაზობს ცუგა, მოსდის დორბლი:
-ალბათ, არის ყვავის დრონი!
საბრძოლველად იწევს ცუგა,
უბნება მტკიცედ კატას:
_არც იხვის, არც ბატის ჭუკებს
არც ყვავს, არც დრონს არ გავატან!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყურებპანტურა ლიტერატორიჩვენს ჩოჩორს , ყურებპანტურას, არ უყვარს ლიტერატურა. გადაჰყვა ტლინკვა-ღლიცინს, დადის ჭკუაზე კვიცის. თუ გაო...დამაცადეთ!ჩხუბობს ელისაბედი: –დუ! დუ! დუ! დუ! და! და! ჯერ არ დაღამებულა, მაძინებენ ძალად! ბრაზობს ელისაბედი: – და! ...ლოკოკინა კოკინალოკოკინა კოკინამ, სახე გადალოკილმა, რქები, წყვილი ანტენა, დილის შუქზე დატენა. უნდა სათადარიგოდ, ღამით გზა...აბეზარი კრაზანებიაბეზარი კრაზანები ფუტკრებს ყოფას აზარებენ, მათ კი არ სურთ, ჭრელმა ურდომ სკის ახლობლად დაიბუდოს. მაგრამ ახ...სანდროს ლექსიცხარე ცრემლით ტირის სანდრო: -არ ყოფილა თოვლი სანდო! წელს პირველად ვნახე, თორემ მოვტყუვდები განა სხვა დროს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026