kids.ge logo

ვინ არის კაცი?

ფავორიტებში დამატება
კაცი ის არის, ცხოვრება
ვინც გატარა ჭამაში
და კაცის დანიშნულება
მხოლოდა ჰპოვა ამაში.

კაცი ის არის, ვინაცა
ქუჩაში სალამს არ გაძლევს,
თუ დაჰპატიჟე სადილად,
დიდ ჯიტობას არ გასწევს.

კაცი ის არის, ვინაცა
შეჰსტრფის, შეჰხარის ღვინოსა
და ჰსახავს იდელადა
სალხინო სამიკიტნოსა.

კაცი ის არის, ვინაცა
რა კითხულობს გაზეთსა,
წიგნისთვის შაურსა ჰზოგავს,
მეარღნეს აძლევს მანეთსა.

გადაამტერებს ერთმანეთს
ქართლსა, იმერეთს, კახეთსა,
საკუთარს ანბანს შეუდგენს
სამეგრელოს და სვანეთსა.

კაცი ის არის, სიცოცხლე
ვინაც ატარა ტკბილადა, -
სიკვდილის შემდეგ იწოდა
დიდყურინის შვილადა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

არაგვსდაწუხებულმა, არაგვო, რო გნახე, გავიხარეო, სრულიად გამოვიცვალე, წელშიაც ავიხარეო. რა ლამაზია, წყეულო, შენთ...არწივიკარგ ყმად ვინა ვსთქვათ, ვაჟებო, ნათქვამი არა გვცხვენოდეს, მსმენლის გულს აბორგოვებდეს, არავის არა სწყენოდე...რუსთაველის ნეშტიმგოსანო საქართველოსავ, წამოიხედე ზეზედა, იხილე შენი სამშობლო, მიმოიარე მზეზედა. შენი ერისა ჭაბუკნი გიამბო...გაზაფხულიკიდევ ვეღირსე გაზაფხულს, ციდამ მანანის დენასა; ბუნების გამოღვიძებას, ფრინველთ საამო სტვენასა, - გუშინ მეგ...სიყმე სიბერედ ვაქციესიყმე სიბერედ ვაქციე, ერი კი - ვერა ერადა. იმედი მქონდა... ჩონგური მოვმართე, დავჯე მღერადა. მეწადა, ჰანგი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026