kids.ge logo

მართა

ფავორიტებში დამატება

ერთი ციცქნა მართა ბრაზობს
-რას ჰგავს ჩვენი სადარბაზო!
ვინ დაყარა კევები,
ვინ დათხვარა კედლები?
კიბეებზე ვინ დადო
ცარილი ბოთლები?
მართლაც მეტისმეტი
უკვე ამის მოთმენა!
თუ არ მოვუფრთხილდებით
და თუ არ დავალაგებთ,
სადარბაზოს ერთ დღესაც
გადავაქცევთ სანაგვედ.
კარგად ყოფნა თუ გვინდა,
უნდა გავიაზროთ,
რომ სახლია ყველასთვის
ჩვენი სადარბაზოც!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026