kids.ge logo

ნაბია და წკიპა

ფავორიტებში დამატება
ჰეი, ბიჭო, ბიჭო, წკიპა!
გახსოვს, ბებომ რომ გაგწკიპა?
ვაშლის ქურდი დედის კალთას
მოკარ, როგორც ტკიპა.
-შე ნაბიავ, მერე მაგას
ვინა მალავს, ვინა ჩქმალავს!
თუ მარეა, შენ კი ჩემზე
ცოტა რამე მოგიპარავს?!
-აბა როდის? -აი გუშინ,
თუნდა ვკითხოთ, ეგე, ჯიბოს,
შერცხვენილი ის გამოდგეს,
ტყულები ვინც ჩაჯიბოს!

-რაო, რაო?! რადა ცრუობ,
შე ბაბრიავ, შე ნაგაზა!
ფელამუშის კოვზი ცხვირში
დედამ მაშ ვის უთავაზა?
-წიტებს ვლოკდი!-ჰოდა რადგან
ვეღარაფრით დაგიკა,
მსუნაგსა და ავმუცელას
ციცხვიც მიტომ გაგალოკა.

-ბიჭო, მერე, განა ამას
შენ ეძახი ქურდობასა?!
შე მუდრეგო, აღარ გახსოვს:
საწნახელში ყურძნობისა
ტკბილის ნაცვლად ჩაფუნიდან
ვინა ყლაპა ჩუმად დურდო?
ვინ გათათხეს? მე თუ წკიპა?
ავყიავ და მართლა ქურდო!
-აბა როდის? აბა როდის?
ტყუანს მოსტყდეს მართლა ენა;
ცილს რომ მწამებ უნამუსოდ,
სეც შენა, ესეც შენა!

ორ პაწია მებრძოლს შორის
დატრიალდა ჩხუბის ჯარა;
ტკბილ ღიმილით გაშველება
სევ ბებომ დააჩქარა:
იწია კაბის კალთა,
ხელი ჯიბეს დაისწორა,
მოღო წყვილი ვაშლი
და ცალ-ცალკე გაგორა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საქართველოა ლამაზიმთა მთაზე როა მაღალი, თავზე თოვლგადანაყარი, მთებზე რომ მუდამ გაშლილა თეთრი ღრუბლების ფაფარი, მდინარეების ...ცელქებიშეხეთ ცელქებს, როგორ ჩუმად მიჰპარვიან მაწვნის ქილას; ყური უგდეთ, რა ხალისით ეუბნება ვანო ილას: -ამოვუსვათ...ზამთარითეთრად ქათქათებს მინდორი, ბიჭო, რას უზი კერასა? გამოდი, გამომზიგულდი, რა სჯობს ამ თოვლის ცქერასა! შეხედე ...პაწია მერცხალიმე პაწია მერცხალი ვარ, მოჭიკჭიკე, მოალერსე; ნეტავი რა დაგიშავე, ქვებს რომ მესვრი, ბიჭო სესე?! სიყვარულით,...გაზაფხულიყინული დადნა, იღვიძებს ველი დიდი ხნის მძინარე, ტყე იფურჩქნება, იშლება, მოსჩქეფს წყარო და მდინარე. ცა მოკა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026