kids.ge logo

ქურდბაცაცა ბაჭია

ფავორიტებში დამატება
ამდენ მწვანე კომბოსტოს
არც ჩიტი ჭამს, არც ჭია.
ალბათ ისევ ეშმაკობს
ქურდბაცაცა ბაჭია!
მოვა, როცა ძილში ვარ
და მურიაც არა ჩანს,
მერე დარიდებლად
მთელ კომბოსტოს გადაჭამს.
ერთხელ მაინც ეთხოვა:
`საყვარელო მაკო,
შენი ბაღჩის კომბოსტო
გამასინჯე, დაკო~.
მეც მივცემდი, ახლა კი
საყვედურის ღირსია!
თქვენ თვითონ თქვით, ქურდობა
განა საკადრისია?

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნანალურჯ ჯეჯილს ეკითხებოდა გაოცებული ნანაო: - ეგ კაბა ყაყაჩოებით ვინ მოგიქარგა, ყანაო? ერთი ის კაცი მაჩვენე, ...ნოდარიკოს გასაჭირი- უსმინე დეიდებს, ბიცოლებს, მამიდებს, თუ გინდა ამ ზაფხულს სოხუმში წახვიდე, ახლავე სუყველას პირობა დაგვიდე...მაწონილევანიკომ და ნოდარმა გატეხეს ჩაიდანია, ბებო გაგიჟდა, საღამოს ჩაი რომ ვეღარ დალია. ლევანმა გადუჩურჩულა ნოდ...სტუმარ-მასპინძელიაბა დელია-დელია, ყვავმა იშოვა ყველია, პატარა ლხინი მოაწყო, მოიპატიჟა მელია. მართალი არის, მელია ლოთი და ღ...ქეთინოს ბაფთებიგადაიფრინეს პეპლებმა ათასფერადი ტრამალი, უხვად მიირთვეს ნექტარი, ვით უკვდავების წამალი. დაკოცნეს ვარდი, ყ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026