kids.ge logo

ჟირაფის შარფი

ფავორიტებში დამატება

მეგობრები ძველი
ლამას მუდამ ახსოვს,
მიტომაც ახლა
ჟირაფისთვის შარფს ქსოვს.
ხელი კი აქვს სწრაფი,
თუ ეყოფა ძაფი,
თუ ჟირაფის კისერს
გასწვდა შარფის სიგრძე.
ხითხითდა ზღარბი,
ზებრა გადაბჟირდა:
-ამ სიცხეში შარფი
რაღად უნდა ჟირაფს?!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბაცი კუკუზის ხის ტოტზე ბაციკუკუ სევდიანად გასცქერს უკუნს: – ყველას სძინავს და მე ვიღას ვეთამაშო, ვუთხრა - კუკუ!...დაბნეული ამიკოდედას უნდა მოხვევა, მამას უნდა მოხვევა, ბებოს უნდა მოხვევა, ბაბუს უნდა მოხვევა. _აი,-ფიქრობს ამიკო,- მართ...ბაკუნა ელისაბედიჩვენი გოგო ბაკუნა დადის ბაკუნ-ბაკუნით, არ ჩერდება წამითაც წყაროს წყალი ნაპკური. ეძებს, ქექავს ყველაფერს: ...როცა თოვლი დადნებარა უელმებს თვალებს კურდღელს, რად შენატრის თოვლის გუნდებს? სტაფილო აქვს თოვლის პაპას, უყურებს და ნერწყვებს...მეცამეტე გოჭიდაიბადნენ გოჭები, ლოტოს მრგვალი კოჭები და დინგების ცეცებით დედის ძუძუს ეძებენ. დედა ღორი ღრუტუნებს: -დაიც...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026