kids.ge logo

მელაკუდას სორო

ფავორიტებში დამატება
მელაკუდა კლიენტს ეძებს
- აბა, ვის გსურთ ბინაო?
სორო, სამოთახინი,
უნდა გავაქირავო!

სულ ახლახან გავაკეთე
ქალაქური რემონტი.
თქვენი თვალით შეფასეთ,
სანახავად შემოდით.

საცხოვრებლად თუკი გინდათ,
რის სრული კომფორტი -
ცხელი წყალი ონკანში და
მაცივარში - კომპოტი.

ბაზანა - გაწყობილი
ანტარქტიდის კაფელით...
ჩემი ხელით გამოვჭიმე
ტელეფონის კაბელი.

საფისე ფართი გნებავთ?
მაზე კარგს სად ნახავთ!
სე, კიდეც მიჯობს, თუ თქვენ
ქარი არა ხართ.

ნეტავ, სულაც აფრიკიდან
ჩამოვიდეს აქლემი!..
ცხოელზე სხვა ფასია,
ქაურზე - ნაკლები.

სეცა ვთქვათ - ტყის ცენტრია,
მშვენირი ადგილი.
სამი მუხის მოდანზე,
მისასვლელად ადვილი...

როგორც ვატყობ, არავის სურს...
რად ვიყბედე ამდენი?!
თუ არ გინდათ, ამ სოროში
თავად დავბინავდები!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რა დახატა ბაქარმახატვას იწყებს ბაქარი, მოიმარჯვა ფანქარი. დახატა და წაშალა დაკლაკნილი გზა-შარა. მერე - დიდი სახლი და გზაც ...საზიარო ნაკვეთიციყვი ციკო, თაგვი თენგო და კურდღელი ამბაკო, შეიკრიბნენ მუხის ძირას, რომ მოილაპარაკონ. საზიაროდ შეიძინეს თ...მაიმუნიაბა, აქ სად ვიქანავებთ?! არ ჰკიდია ლიანები! ან ტოტებზე სად ვიხტუნოთ?! არც ხეები შრიალებენ! თუკი რამეს მოგ...მგელიგალიაში უძლური ვარ, უძლური. დარდით გავხდი, არ გეგონოთ ტყუილი. მენატრება, უღრან ტყეში ძუნძული, ღამღამობით,...ლოკოკინაამ პატარა ლოკოკინას ნეტავ, ზურგი არ ეტკინა? სულ არ იცის, რაა დაღლა, სახლს დაათრევს აღმა-დაღმა. გულღიაა და...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026