kids.ge logo

მწუხარება შენზე

ფავორიტებში დამატება
მე გარს მეხვევა მუდამ, იგივე
შენ მიერ ნაზად ნაქსოვი რიდე.
ხალხს მოვშორდები, მაგრამ ღამეებს
სად დავემალო, სად წავუვიდე?

ღვინით თასები ისევ ივსება,
სევ მევსება დარდით თვალები.
შორით მომესმის ყრუ ტაშისცემა,
მაგრამ იქ ვისმეს შევებრალები?

მე ვიხდი ნიღაბს! მომგვარეთ რაში!
შენთან! ნუგეშთან! ო, ჩქარა, ჩქარა!
მე მომდევს განთქმულ სახელის ტაში,
დიდება, ცრემლი, ღელვა, მუქარა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ეს წინათ იყოეს წინათ იყო, მდინარეს თითქო ვერცხლის ეფინა მძინარე ჩადრი და კიდეებზე მდუმარედ იდგა შეუცნობელი შრიალი ჭად...დაღლილ წამწამთ ქვეშდაღლილ წამწამთ ქვეშ გამოხედვას უდაბნოსებურს, რაც დასრიალებს უმიზნობით ხანდახან ქალში, შეუბოჭია მოძრაობა მ...ობელისკიობელისკს, თეთრი მხრიდან მოტანილს, ჩვენ შევცქეროდით ძახილით: დაგმეთ ეჩვენებოდათ ქვის თლილი ტანი ყველასთვის...მოდის ჭალების სული მცურავიშენ არ იგონებ ეზოებს, ფაცხებს, არ გახსენდება დიდი შარაგზა. შენ არ დაუწყებ საუბარს ცაცხვებს, აღარ გაუბამ მ...ჰიმნი ქართულ ანბანსშენ, რომელიც მარად მზეებრ გვინათ, არა გუშინ გაჩნდი თვალის ჩინად, არამედ მზით ამოენთე ბრწყინვად - ოცდაექვს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026